top of page

HACCP - ტრენინგი საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის

2016 წლის 9 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში მოქმედი საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება“, რომელსაც ესწრებოდნენ „STAR Consulting“-ის, „DG Consulting“-ის, ნათაძის სახელობის ს/კ ლაბორატორიის და სხვა კონსულტანტები.

ჩვენი HACCP ტრენინგის პაკეტი შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში, Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ. ტრენინგს უძღვებოდნენ ISO Consulting-ის და Lloyd’s-ის ავტორიზებული ტრენერები - მზია კუზნეცოვა და ივანე დიდბერიძე, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების გამოცდილება სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მენეჯმენტის სისტემებში.


EndFragment

კურსის მიზანი იყო, ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ:

StartFragment

  • აღეწერათ, Codex Alimentarius-ის HACCP სისტემის 7 პრინციპი და გამოეყენებინათ ისინი პრაქტიკულ მაგალითებში (ქეისებში)

  • ჩაეტარებინათ HACCP კვლევა, რათა განესაზღვრათ საფრთხეები ტექნოლოგიურ პროცესში, დაედგინათ კონტროლის ღონისძიებები და მოეფიქრებინათ მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მეთოდები

  • განესაზღვრათ HACCP სისტემის შემუშავების, დანერგვისა და შენარჩუნების პოტენციური სარგებელი და მოსალოდნელი სირთულეები

  • გაცნობოდნენ, თუ როგორ შეიძლება შეუთავსდეს HACCP სისტემა ISO 22000 და ISO 9001 სტანდარტებზე დაფუძნებულ მენეჯმენტის სისტემებს.


Lloyd's-ის სატრენინგო პროგრამები ყოველთვის იწვევს მსმენელის აღფრთოვანებას, რადგან Lloyd's-ის პროგრამები, მისი სხვა ანალოგებისგან, გამოირჩევა მონაწილეთა მაღალი აქტივობით, სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით, ტრენინგის პროგრამებისა და მასალების მკაფიო სტრუქტურიზაციით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ტრენინგის მასალის მარტივად აღქმას და მის პრაქტიკაში გამოყენებას.


ქალბატონი ეკატერინე ქანთარია, STAR Consulting - „ტრენინგის მასალები და დიზაინი იყო საინტერესო და მრავალფეროვანი. ტრენინგისთვის ადგილი იყო იდეალურად შერჩეული. დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის“.


ქალბატონი მარიკა ხაჩიძე - ტრენერები ხასიათდებიან კარგი გადმოცემის უნარით. ტრენინგი მიმდინარეობდა გარკვევით, მარტივად და საინტერესოდ. მასალები ძალიან სრულყოფილია, რაც გამომადგება შემდეგი მუშაობისთვის. გარემო კომფორტული. გმადლობთ საინტერესო და სასარგებლო ტრენინგისთვის“.


ქალბატონი ირმა გეგეშიძე, ვეტ-აფთიაქი - „ტრენერებს აქვთ კარგი გადმოცემის უნარი, რაც საინტერესოს ხდიდა ტრენინგებს. მასალები იყო შინაარსიანი და საინტერესო“.



გვსურს მადლობა გადავუხადოთ მონაწილეებს გამოხატული ინტერესისთვის და ტრენინგში აქტიური ჩართულობისთვის.


ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას საკონსულტაციო და აუდიტორულ ორგანიზაციებთან მომსახურების მაღალი კულტურის დასამკვიდრებლად საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების სტანდარტის დონის ასამაღლებლად და კვლავ ველით მათ ჩვენს სხვა ღონისძიებებსა და ტრენინგებზე.




About LR Management Systems (LRQA)


LRQA is a member of the Lloyd’s Register group. LRQA is a leading independent provider of assurance services including assessment, certification, validation, verification and training across a broad spectrum of standards, schemes and customised assurance programmes.



About Lloyd’s Register (LR)


Lloyd’s Register (LR) is a global engineering, technical and business services organisation wholly owned by the Lloyd’s Register Foundation, a UK charity dedicated to research and education in science and engineering. Founded in 1760 as a marine classification society, LR now operates across many industry sectors, with over 9,000 employees in 78 countries.

Lloyd’s Register has a long-standing reputation for integrity, impartiality and technical excellence. Our compliance, risk and technical consultancy services give clients confidence that their assets and businesses are safe, sustainable and dependable. Through its global technology centers and research network, Lloyd’s Register is at the forefront of understanding the application of new science and technology to future-proof its clients’ businesses.


EndFragment

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page