top of page

ახალი სტანდარტების პრეზენტაცია - შეხვდით Lloyd's Register

დღეს, 17 ნოემბერს, სასტუმროში Radisson Blu Iveria, მოეწყო პრეზენტაცია თემაზე - "ISO-ს სტანდარტების გადასინჯვა".


შეხვედრა ორგანიზებული იყო "ISO Consulting"-ის, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" (EUGBC) და "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის" მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს-ასოციაციები და საქართველოში რეგისტრირებული 100-ზე მეტი ბიზნესოპერატორი, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში.


შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.


შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთეს Lloyd's-ის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, ბატონმა აპოსტოლოს ნულისმა და ქალბატონმა ილენა აპოსტოლიდმა.


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის ფუნდამენტალური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ისო 9001:2015 და ისო 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტებში. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო და სახელმძღვანელო მასალები, რომლებიც დაეხმარებათ განახლებული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელონ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისი ცვლილებები.


ISO Consulting კვლავ შემოგთავაზებთ მსგავს ღონისძიებებს და მოგაწვდით ინფორმაციას იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ISO სტანდარტების განახლებასა და მათ შემდგომ გამოყენებასთან.


თვალი ადევნეთ ISO Consulting-ის სიახლეებს, რათა გაიგოთ პირველებისგან.

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page