top of page

"HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება"

ბრიტანული, მაღალი კლასის ორგანიზაცია "Lloyd's Register"-ის მიერ, 2016 წლის 10 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ჩატარდა საჯარო ტრენინგი: „HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება“.


ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციებმა, მათ შორის იყვნენ "აიდიეს ბორჯომი", "ARIC Group", "სუფთა სახლი", "კამპა", "ნუტრიმაქსი", "ჩირინა" და სხვები.

სატრენინგო კურსის მსვლელობის დროს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და პრაქტიკაში გამოეყენებინათ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 საფეხური, გაეაზრებინათ სისტემის უპირატესობები და ის სირთულეები, რომლებიც თან სდევს სისტემის შემუშავებას და დანერგვას. აგრეთვე, მონაწილეები გაეცნენ HACCP სისტემის კავშირს ISO 9001 და ISO 22000 სტანდარტებთან.


ტრენინგის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ტრენინგი. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:


ქალბატონი თამთა ზაქარეიშვილი, შპს ჩირინა - "მასალები იყო მარტივად გასაგები და აღქმადი. არაჩვეულებრივი პროფესიონალები თავიანთი საქმის და სპეციალობის :) "


ქალბატონი ირინა ქიტიშვილი, IDS BORJOMI - "ინტერაქტიული ტრენერები, გადმოცემის კარგი უნარი, ენერგიულები, ცდილობენ ყველა მონაწილის თანაბრად ჩართვას, ხასიათდებიან საგნის სიღრმისეული ცოდნით".


ქალბატონი ხათუნა მამაიაშვილი, შპს კამპა - "მთლიანობაში ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო: ინფორმაციის გაცვლის საშუალება, დისკუსია, კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები, საუკეთესო გარემო".


ქალბატონი ნატალია რეხვიაშვილი, სს აბდ ჯორჯია - "მასალები გარკვევით იყო მოწოდებული და ძალიან საინტერესოა საკითხავად. ტრენინგის სტილი ძალიან კარგად არის მორგებული მსმენელებისთვის, ტრენერებს აქვთ შესანიშნავი გადმოცემის უნარი. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ძალიან გამომადგება ჩემს კომპანიაში, რომელშიც HACCP სისტემა არის დანერგილი. ამ ტრენინგით შევძელი სრულად გავცნობოდი HACCP სისტემას".


ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა Lloyd's-ის მიერ გაცემული HACCP-ის საერთაშორისო სერტიფიკატი.


ჩვენ მადლობას ვუხდით ტრენინგის მონაწილეებს მათი ინტერესისა და ტრენინგში აქტიური მონაწილეობისათვის.


ISO Consulting და "Lloyd's Register" მომავალში სისტემატურ ხასიათს მისცემენ მსგავს ტრენინგებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებას.


ISO Consulting ადმინისტრაცია.

Tags:

186 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page