top of page
Writer's pictureVano Didberidze

LRQA Workshop - "ISO 9001 Internal auditor"

24-25 მარტს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის მიერ ორგანიზებული იყო საჯარო ტრენინგი "ისო 9001 შიდა აუდიტორი".


Lloyd's-ის შიდა აუდიტორების ტრენინგი შეესაბამება IRCA-ს მოთხოვნებს. ტრენინგს უძღვებოდა Lloyd's-ის და iTOL-ის საერთაშორისო ტრენერი, ივანე დიდბერიძე.

ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფიზიკური პირები, რომლებსაც სურდათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტების ჩატარების პრაქტიკა.


მაია ივანაძე, საერთაშორისო კომპანია "იბრაკომ ლოჯისტიკის" ხარისხის მენეჯერი - "ტრენერს აქვს შესანიშნავი გადმოცემის სტილი და უნარი. მასალები და კურსის დიზაინი იყო სასიამოვნო, ადვილად აღსაქმელი და კარგი. ჩატარების ადგილი არაჩვეულებრივი. ტრენინგმა ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს."


სოფიო მენაბდიშვილი, ბავშვთა სასწრაფო დახმარება "პედიატრი" - "ნამდვილად საინტერესო კურსია. არაჩვეულებრივი სტილი და გადმოცემის უნარი, ძალიან საინტერესო და ვიზუალურად კარგად გაფორმებული მასალები."


თეა ენუქიძე - "ძალიან ნაყოფიერი სწავლება იყო. თავად შეძლო 2 დღიან კურსზე სრულად დაეუფლო მასალას და მიიღო პრაქტიკული სწავლებით იგი, ეს თვით კურსის და ტრენერის პროფესიონალიზმის დამსახურებაა".


მაია ადეიშვილი, "შპს პლიმერი1" ფინანსური მენეჯერი - "ბატონი ვანო გამოირჩეოდა კომუნიკაბელურობის, სასიამოვნო თხრობის და გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარით. დიდი მადლობა მას. ასეთი დატვირთული დღის რეჟიმს ძალიან ამარტივებდა კომფორტული და მყუდრო გარემო".


ტრენინგის წარმატებულ მონაწილეებს მიენიჭათ "ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის" კვალიფიკაცია, რაც დასტურდება Lloyd's-ის მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატით.


ISO Consulting მადლობას უხდის ტრენინგის მონაწილეებს ტრენინგში მათი აქტიური მონაწილეობისათვის.


ბოლო 3 წლის განმავლობაში ISO Consulting-ის, როგორც Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორის მიერ, მომზადდა ხარისხის მენეჯმენტის შიდა აუდიტორების რამდენიმე ჯგუფი. მონაწილეები ყოველთვის აღნიშნავენ ამ კურსის განსაკუთრებულ შედეგიანობას.


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page