top of page

კომპანია „აგრიჯორჯია“ - ზრუნვა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე

საქართველოში Fererro Roshe-ს ოფიციალურ პარტნიორთან - კომპანია „აგრიჯორჯიაში“, რომელიც სამეგრელო-გურიის ტერიტორიებზე თხილის პლანტაციებს და ყველაზე დიდ მოცულობის საშრობს ფლობს, OHSAS 18001 სტანდარტის დანერგვის პროცესი დაიწყო.



ISO Consulting-ის მიერ უკვე მიწოდებული იქნა Lloyd’s-ის ტრენინგი „OHSAS 18001 გათვითცნობიერება და ინტერპრეტაცია“. ტრენინგს დაესწრნენ კომპანიის მენეჯერები და სხვადასხვა სამსახურის უფროსები, რომლებსაც მაღალი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

ტრენინგის დროს განხილულ იქნა OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნები, სამუშაო ადგილებზე (თხილის მოყვანის და შენახვის პროცესში) საფრთხეების იდენტიფიკაციის და რისკების შეფასების მეთოდოლოგია, საჭირო ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების დასაცავად და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებსაც მოითხოვს OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის შესაბამისობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან.


ქალბატონი ანა ჟვანია, დირექტორის ასისტენტი: „ტრენერს აქვს გადმოცემის კარგი სტილი, კომუნიკაბელური, მომღიმარი საუბარი და ძალიან კარგი გადმოცემის უნარი, რაც იწვევდა დადებით ემოციებს. კურსის გზამკვლევი და გადმოცემული მასალა იყო შინაარსიანი და აღსაქმელად მარტივი, არაჩვეულებრივი პრეზენტაციის ხარისხით“.

Lloyd's-ის ტრენერი, ქალბატონი ლია თამაზაშვილი - “ჩემთვის, როგორც ტრენერისთვის, კურსი ძალიან სასიამოვნო და ეფექტური იყო. მსმენელების აქტიური ჩართულობით ტრენინგი სახალისოდ და შედეგიანად მიმდინარეობდა. მონაწილეებმა შეძლეს ზუსტად დაენახათ შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის მნიშვნელობა მათი ორგანიზაციისთვის და ასევე, განესაზღვრათ ის ღონისძიებები, რაც უნდა გაატარონ OHSAS 18001 სტანდარტთან შესაბამისობის მისაღწევად. ამ ტრენინგმა აჩვენა, რომ "აგრიჯორჯიას" ჰყავს მენეჯერების გუნდი, რომელიც წარმატებით დანერგავს შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემას”.


ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა OHSAS 18001 საერთაშორისო სერტიფიკატი, გაცემული ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd's-ის მიერ.


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page