top of page

განახლებული ტრენინგი - "ISO 22000 - შიდა აუდიტორი" (IRCA)

27-29 სექტემბერს ქ. ზუგდიდში, თხილის სექტორის საწარმოებისთვის ჩატარდა IRCA-ს მიერ დამტკიცებული ტრენინგი "ისო 22000:2005 - შიდა აუდიტი".


თხილის საწარმოებში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა ხორციელდება "სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა" და USAID-ის "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს" (REAP) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სურსათის უვნებლობაში, ეს იყო ჩვენს მიერ ორგანიზებული შიდა აუდიტორების პირველი საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც შეესაბამება IRCA-ს (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრის) მოთხოვნებს. კურსის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა USAID/REAP-ის მიერ მოწოდებულმა პროექტებმა. პროგრამა და მთლიანი სატრენინგო მასალა შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში Lloyd's-ის მიერ. კურსის დაწყებამდე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ წინასაკურსო მასალებს, რაც საშუალებას იძლევა ტრენინგის დროს მეტი დრო დაეთმოს პრაქტიკულ სავარჯიშოებს.


ტრენინგს უძღვებოდა Lloyd's-ის გამოცდილი და iTOL-ის მიერ მომზადებული საერთაშორისო ტრენერი ბატონი ივანე დიდბერიძე. ტრენინგში მონაწილეობდნენ თხილის გულის გადამამუშავებელი საწარმოების თანამრომლები: GN Company, GeoDemo და Nutinvest. ტრენინგზე მათ საშუალება ჰქონდათ გაეაზრებინათ და ჩაეტარებინათ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი, გაცნობოდნენ იმ სირთულეებს და თავისებურებებს, რაც შეიძლება თან ახლდეს შიდა აუდიტის ჩატარებას, შეედგინათ აუდიტის პროგრამა, მოეხდინათ აუდიტების დაგეგმვა, ჩატარება, ანგარიშის მომზადება, დაკვირვების შედეგების გადმოცემა, აუდიტის დროს გამოვლენილი ნკლოვანებების სათანადო წესით გადმოცემა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის შეფასება.


გთავაზობს რამდენიმე კომენტარს ტრენინგების შეფასების ფურცლებიდან:


ბატონი კახაბერ ადონია, კომპანია GeoDemo-ს წარმოების უფროსი - "თამამდ შემიძლია ვთქვა, ბატონი ვანო ამ საქმის პროფესიონალია. მასალები უმაღლეს დონეზე იყო შედგენილი, საუკეთესო დიზაინი. გმადლობთ ასეთი საინტერესო კურსისათვის"


ქალბატონი თამარ აჯარი, კომპანია Nutinvest-ის სურსათის უვნებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი - "ტრენერს აჰვს დახვეწილი გადმოცემის სტილი, გასაგები და კარგად დასამახსოვრებელი. მასალა იყო ძალიან მრავლის მომცველი და მაღალ დონეზე ახსნილი."


ბატონი გურამ ბიბლაია, კომპანია GN Company-ს წარმოების მენეჯერი - "ტრენერს აქვს საუკეთესო გადმოცემის სტილი და შესაბამისი კომპეტენცია. უმაღლესი დონის სპეციალისტია. ტრენინგის მასალები და დიზაინი არის ადვილად აღსაქმელი".


ISO Consulting წარმატებას უსურვებს მომავალ აუდიტორებს თავიან საქმიანობაში.



კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page