• Vano Didberidze

კომპანია "გეოპლანტმა" ISO 22000 სერტიფიკატი მიიღო

2016 წლის 17 ნოემბერს, კომპანია „გეოპლანტის“ ჩაის დაფასოების და შეფუთვის ახალ საწარმოში, რომელიც პროექტი "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შეიქმნა, განხორციელდა ისო 22000:2005 საერთაშორისო სტანდარტთან სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის შეფასება, რის საფუძველზეც ორგანიზაციას მიენიჭა ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი.


სისტემის შეფასება განხორციელდა ბრიტანული საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანიზაცია "Lloyd's Register"-ის აუდიტორების მიერ.

______________________________________________


მიხეილ ჭკუასელი, კომპანია „გეოპლანტის“ დირექტორი -


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი კომპანიისათვის, რომელიც გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა "ISO Consulting"-ის უშუალო მონაწილეობით ამ პროექტში, რისთვისაც "გეოპლანტი"-ს მთელი გუნდი მადლიერია. რომ არა "ISO Consulting" და EBRD, ჩვენ ვერ შევძლებდით სერტიფიცირებას ასეთი მოკლე დროის განმავლობაში.

ჩვენი გუნდის და პირადად ჩემი სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამ პროექტში მონაწილეობისა და წარმატებით დასრულებისათვის.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ეკატერინე გობრონიძეს, ბატონებს გოჩა ძნელაძეს და მურმან გოჩოლეიშვილს, რომელთა უშუალო ძალისხმევა და მონდომება იყო წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამით მხოლოდ იწყება პროცესი, ჩვენ აუცილებლად გვინდა სერტიფიცირების საკითხის გადაწყვეტა პირველად წარმოებაში და კვლავ გვექნება კომპანია "ISO Consulting"-ის და EBRD-ის მხარდაჭერის და თანადგომის იმედი."



ივანე დიდბერიძე, "ISO Consulting"-ის პროექტების მენეჯერი -


"უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ კომპანია "გეოპლანტი"-ს ხელმძღვანელობასთან. მენეჯმენტი ცდილობს განაახლოს მის მფლობელობაში არსებული სრული ინფრასტრუქტურა, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ოზურგეთის ჩაის დაფასოების და შეფუთვის ახალი საწარმოს მშენებლობა დაიგეგმა ჩვენი უშუალო მონაწილეობით და ISO სტადარტების მოთხოვნების სრული გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილიყო ჯვარედინი კონტამინაციის პრევენცია და შესაძლებელი ყოფილიყო ოპერირების დროს ხარისხის და უვნებლობის მოთხოვნების დაცვა.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში "გეოპლანტი"-ს ახალი საწარმოს ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩაის წარმოების სექტორში, რომელიც აღჭურვილია იტალიური და იაპონური დაფასოების დანადგარებით.

როგორც მენეჯმენტი, ასევე საწარმოს თანამშრომლები, სრულად იყვნენ ჩართული სერტიფიკაციის პროცესში. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მათი სურვილი და მონდომება, რომლის შედეგად აუდიტი ფაქტიურად შენიშვნების გარეშე დასრულდა.

მინდა მადლობა გადაუხადო როგორც კომპანია "გეოპლანტი"-ს გუნდს, ასევე ჩვენი ორგანიზაციის კონსულტანტებს შედეგიანი მუშაობისთვის. განსაკუთრებული მადლობა "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს", რომელმაც განახორციელა პროექტის თანადაფინანსება."

______________________________________________


კომპანია „გეოპლანტი“ საქმიანობს 1996 წლიდან და წარმოადგენს საქართველოს უმსხვილეს ჩაის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ფლობს საკუთარ ჩაის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში: გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში. აგრეთვე ჩაის პირველადი გადამუშავების ფაბრიკებს ოზურგეთში, ზუგდიდსა და კულიშკარში.


კომპანია „გეოპლანტი“ აერთიანებს "ჩაი გურიელის" სხვადასხვა ბრენდებს: პრემიუმ კლასის და უმაღლესი ხარისხის ბლენდირებულ პროდუქტებს, მწვანე და შავი დასაყენებელი ჩაი თუნუქის ქილაში, ხილის ჩაი კავკასიის ფერდობებზე დაკრეფილი ტყის ხილისა და ადგილობრივი ციტრუსებისგან, ასეე მათ პირველებმა დააფასოეს საქართველოში შავი ჩაი ერთჯერად ე. წ. pyra-pack (პირამიდის) შეფუთვაში, რომელიც იაპონურ დანადგარზე მზადდება.


მადლობას ვუხდით კომპანია „გეოპლანტის“ გუნდის თითოეულ წევრს შედეგიანი თანამშრომლობისთვის და ვუსურვებთ წარმატებას ბიზნესის განვითარებაში.



თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.