top of page

LRQA Training - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის"

20-21 დეკემბერს თბილისში, სასტუმროში Radisson Blu Iveria, ბრიტანული საერთაშორისო კომპანია "Lloyd's Register" მიერ ჩატარდა ტრენინგი - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის".


ტრენინგს ესწრებოდნენ კომპანიების "APTOS", "ანაგი", "NRC International" და "ნოვას" თანამშრომლები.EndFragment


LRQA-ის ტრენერი ივანე დიდბერიძე - "2015 წელს "ISO 9001" სტანდარტის განახლების შემდეგ, ეს იყო ჩვენი პირველი საჯარო ტრენინგი ქართულ ენაზე. ტრენინგის დიზაინი და მთლიანი მასალა შემუშავებული და მომზადებულია დიდ ბრიტანეთში. როგორც ჩვენი ყველა სხვა ტრენინგი, ეს კურსიც გამოირჩეოდა ტრენინგის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული მიდგომით. ამ კურსის დანიშნულებაა მონაწილეებმა შეძლონ ISO 9001:2015 სტანდარტში მოცემული ახალი მოთხოვნების გააზრება და სამუშაო პრაქტიკაში გამოყენება. ტრენინგის ყოველ სემინარს თან ახლავს იმ დავალებების გეგმა, რომელიც ტრენინგის მონაწილემ უნდა განახორციელოს კომპანიაში დაბრუნების შემდეგ, რათა კომპანიამ შეძლოს სტანდარტის განახლებულ მოთხოვნებთან კომპანიის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის დემონსტრირება. ეს მოთხოვნებია:

  • ორგანიზაციის კონტექსტის გააზრება, რომელიც მოიცავს ბიზნესზე უარყოფითი და დადებითი ფაქტორების ზემოქმედების დადგენას, აგრეთვე დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების ანალიზს;

  • რისკებზე დაფუძნებული ხედვა, რომელიც საჭიროა ზეამოაღნიშნული უარყოფითი და დადებითი ფაქტორების კონტროლისათვის;

  • პროცესების და მთლიანობაში სისტემის შედეგების შეფასება და ანალიზი, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას პროცესების კონტროლის, გაზომვების, შეფასებისა და ანალიზის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;

  • მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას ზემოთ აღნიშნული ელემენტების კომბინაციით".


სამშენებლო კომპანია "ანაგი" - მარიამ დვალიშვილი -

"ტრენერი ფლობს აუდიტორიის მართვის შესაბამის ტექნიკას და იცის როდის უნდა გამოაფხიზლოს აუდიტორია. ვთვლი, რომ მას გააჩნია შესაბამისი ცოდნა და რაც ძალიან სასიამოვნოა კარგად იცნობს ქართულ ბიზნესს. მასალები იყო მარტივად აღსაქმელი "


კომპანია "ნოვა" - ლია ბოლქვაძე -

"ტრენერს აქვს კარგი გადმოცემის სტილი, მშვიდი და არამონოტორული, შეუძლია აუდიტორიის ჩართვა და კონტროლი. ტრენინგის მასალები და დიზაინი სრულად აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს. ოთახში ცოტა გრილოდა :) სხვა მხრივ ყველაფერი კარგი იყო".


2017 წელს "ISO Consulting" კვლავ განახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მენეჯმენტის სისტემის განახლებული სტანდარტების მოთხოვნების გაცნობას ბიზნეს სექტორისათვის.


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page