top of page

"ქარელის აგრო-ინდუსტრიულმა კომპანიამ" ISO 22000 სერტიფიკატი მიიღო

„ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ ახალგაზრდა, დინამიურად მზარდი კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა.


კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქლიავის, ვაშლის, მსხლის და სხვადასხვა ხილისგან ჩირის წარმოება. კომპანია მდებარეობს ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში, დედაქალაქიდან 100 კილომეტრის მოშორებით. კომპანია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, რაც განაპირობებს მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ქართული ჩირის წარმოებას.

2016 წლის 15 დეკემბერს, კომპანიაში ჩატარებული სასერტიფიკაციო აუდიტის შედეგად, „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ გახდა ISO 22000 სერტიფიკატის მფლობელი. აუდიტი ჩატარდა ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd’s Register"-ის მიერ.


ISO Consulting შერჩეულ იყო საკონსულტაციო კომპანიად USAID/REAP-ის "სასოფლო სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის" და "სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტოს" (APMA) მიერ, რომლის ფარგლებშიც მოხდა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.



გიორგი კვირიკაძე, კომპანიის დირექტორი:

„ჩვენი ამოცანაა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებითა და სამაგალითო პარტნიორობის შედეგად მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა მომხმარებელმა, მომწოდებლებმა, რეგიონის მაცხოვრებლებმა და საბოლოო ჯამში, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ. კომპანიის მიზანია უმაღლესი ხარისხის ჩირის წარმოება მომხმარებლის სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად. შესაბამისად, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო პროდუქციის წარმოება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ISO Consulting-ს საუკეთესო მომსახურებისათვის. მათი თანამშრომლების გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შედეგად შევძელით ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბება და წარმოების პროცესის მოდერნიზაცია. კიდევ უფრო ავამაღლეთ პროდუქციის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტები და დავნერგეთ სურსათის მიკვლევადობის საუკეთესო პრაქტიკა, რაც ჩვენს პროდუქციას კიდევ უფრო სანდოსა და ხარისხიანს ხდის“.


ISO Consulting მადლობას უხდის „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის“ გუნდს შედეგიანი თანამშრომლობისთვის და უსურვებს წარმატებას!


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page