ISO 9001:2015 - პაციენტების უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
"ISO Consulting"-ის მიერ საქართველოს "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში" დაიწყო ტრენინგების სერია ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების დასანერგად.
პროექტი მიზნად ისახავს პაციენტების უსაფრთხოების და ცენტრის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში ცენტრის მენეჯერებს ჩაუტარდებათ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ტრენინგები შემდეგ მოდულებში:
ისო 9001:2015 ინტერპრეტაცია;
პროცესების სქემატურად ასახვა და გაუმჯობესება;
მენეჯმენტის სისტემების დოკუმენტირებული ინფორმაცია;
შედეგების შედეგიანი გაზომვა
პრობლემების გადაჭრის მეთოდები და საშუალებები;
ხარისხის კონტროლის და ხარისხის უზრუნველყოფის სტატისტიკური მეთოდები;
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი (IRCA).
ISO Consulting - Professionals for professionals