top of page

ISO 18091:2019 - ადგილობრივი მთავრობის მდგრადი განვითარებისთვის

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოსცა ტექნიკური სპეციფიკაცია ISO 18091:2019, რომლიც არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი საჯარო სექტორში გამოსაყენებლად და იძლევა მითითებებს თუ როგორ შეიძლება დანერგონ სამთავრობო ორგანიზაციებმა ან/და სახელმწიფო უწყებებმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო არც ცვლის და არც რაიმეს ამატებს ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებს. სტანდარტი სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წელს შეიმუშავა და მისი მიზანი 2030 წლისთვის მსოფლიოს იმ მთავარი გამოწვევების დამარცხებაა, როგორიცაა შიმშილი, განათლების პრობლემა, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა და სხვა.

რატომ ISO 18091:2019?

"ISO 18091:2019 ხარისხის მენეჯმენტის სისტემები — გაიდლაინები ISO 9001 სტანდარტის გამოსაყენებლად ადგილობრივ მთავრობებში" არა მხოლოდ ტექნიკური სპეციფიკაციაა, არამედ საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი მთავრობისთვის მიაღწიოს პროგრესს, სტრუქტურულ განვითარებას და მუდმივ გაუმჯობესებას.


ადგილობრივ მთავრობებს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული საზოგადოების წინაშე და ასეთი გამოწვევების დამარცხება შეუძლებელია შედეგიანი მუშაობის გარეშე. თავის მხრივ, მთავრობები ცდილობენ მაქიმალურად შედეგიანად და სწორად გამოიყენონ შეზღუდული რესურსები, რათა მიაღწიონ საყოველთაო კეთილდღეობას.


ISO 18091:2019 საერთაშორისო სტანდარტი ეფუძნება პროცესებისადმი მიდგომას, რისკებზე დაფუძნებულ ხედვას, PDCA ციკლს და მენეჯმენტის სისტემის სხვა მიდგომებს. ISO 18091:2019 სტანდარტი გამოყენებადია შიდა სამთავრობო პროცესებისთვის ნებისმიერ დონეზე (სტრატეგიულ, მენეჯერულ თუ საოპერაციო დონეებზე), რათა ჩამოაყალიბოთ მტკიცე ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ფოკუსირდება მთავრობის მიერ სპეციფიკური გაზომვადი მიზნების მიღწევაზე.


"ISO Consulting" გთავაზობთ კონსულტაციებს, ტრენინგებს და შეფასებას, რათა თქვენ მარტივად შეძლოთ ISO 18091:2019 საერთაშორისო სტანდარტს მიხედვით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა თქვენს ორგანიზაციაში და შესაბამისად მიიღოთ დამატებითი ფასეულობა.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page