• გიორგი კიკაძე

COVID 19 და განვითარებადი ქვეყნები

სიახლე აღარაა ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. გაჩერდა ეკონომიკის მრავალი დარგი, თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უარყოფით რიცხვებშია გამოხატული, გაიზარდა მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებელი, მრავალ ადამიანს შეუმცირდა შემოსავლები. განსაკუთრებით დაზარდალდნენ განვითარებადი ქვეყნები, რადგან მათ არ გააჩნიათ საკმარისად ძლიერი ეკონომიკა კრიზისის სამართავად. შესაბამისად, მსოფლიომ პირველად დახმარების ხელი სწორედ ასეთ ქვეყნებს უნდა გაუწოდოს, რათა ფიზიკურად გადარჩნენ. ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიომ უნდა იპოვნოს ის გზა, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად გამოიყვანს კრიზისული სიტუაციიდან და ეკონომიკას ძველებურად აამუშავებს. მსოფლიოს წინ მძიმე და გამოწვევებით სავსე წლები ელის.



როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიოს მართებს ერთიანი მუშაობა პენდიმიისა და პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის დასამარცხებლად. ახლა, ისე როგორც არასდროს, ერთიანობის შენარჩუნებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. სწორედ ამიტომ, მრავალი ორგანიზაცია უკვე მუშაობს ამ თემაზე და ეძებს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO), გაერო (UN), საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია (IEC), DEVCO და სხვა.


1961 წელს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის შექმნა კომიტეტი DEVCO (Committee on developing country matters). აღნიშნული კომიტეტის მიზანია დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს მოვიდნენ სტანდარტებთან შესაბამისობაში, შეიტანონ საკუთარი წვლილი ISO-ს მუშოაბაში, მიიღონ მონაწილეობა ISO-ს სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე დაეხმაროს ასეთი ქვეყნების სტანდარტიზაციის ორგანოებს მოვიდნენ საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და ა.შ. DEVCO-ს ხელმძღვანელია ლენა დარგჰამი (Lena Dargham) რომელიც ISO-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

"სტანდარტიზაციის სისტემა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენ უნდა გამოვაჩინოთ სისწრაფე, მოქნილობა და სოლიდარობა. თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა მივიღოთ დამატებითი შესაძლებლობები, მივიღოთ ინოვაციური, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები სტანდარტების შესაქმნელად, რომლებიც ხელს შეუწყობს გლობალურ ვაჭრობას, ინკლუზიურ და სამართლიან ეკონომიკურ ზრდას, ჯანმრთელობას, უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მდგრადი მომავლის შექმნას"

მიუხედავად პანდემიის გამო გართულებული მდგომარეობისა DEVCO კლვავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას ონლაინ კონფერენციების მეშვეობით. მაგალითად, ბოლო ასეთი შეხვედრა ჩატარდა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში.


*პანდემიის დროს განვითარებადი ქვეყნების დახმარება უმნიშვნელოვანესია, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ კრიზისს.



რა სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს და განვითარებად ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტები?

საერთაშორისო სტანდარტები ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის ჰარმონიზაციას უამრავ სფეროში, მათ შორისაა ტექნიკური რეგულაციები თუ ვაჭრობა, რომლებიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ ეკონომიკურ სიძლიერესა და განვითარებას. სტანდარტები საშუალებას აძლევს ქვეყნებს იმოქმედონ ერთობლივად და არა ცალ-ცალკე. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების დახმარებით, კომპანიებს, განურჩევლად საქმიანობის სფეროსა ან ზომისა, შეუძლიათ იმოქმედონ გაცილებით ეფექტურად და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები, გაიტანონ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება პერსპექტიულ ბაზრებზე და გაზარდონ მოგება. სწორედ სტანდარტების დახმარებით ხდება უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო თუ ეკოლოგიური მდგომარეობა.


სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მთელი რიგი სტანდარტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა. აღნიშნული სტანდარებიდან შეგვიძლია გამოვყოთ:

ISO 374-5:2016 - დამცავი ხელთათმანები საშიში ქიმიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

ISO 10651-3:1997 - ფილტვების ვენტილატორები სამედიცინო გამოყენებისთვის - ნაწილი 3: საგანგებო და სატრანსპორტო ვენტილატორების განსაკუთრებული მოთხოვნები.

ISO 13688:2013 - დამცავი ტანსაცმელი - ზოგადი მოთხოვნები.

ISO 31000:2018 - რისკების მენეჯმენტი

ISO/TS 16976-8:2013 - რესპირატორული დამცავი საშუალებები - ნაწილი 8: ერგონომიული ფაქტორები.

ISO 22320:2018 - უსაფრთხოება და გამძლეობა - საგანგებო სიტუაციების მართვა - სახელმძღვანელო მითითებები ინციდენტების მართვისთვის.

ISO 22316:2017 - უსაფრთხოება და გამძლეობა - პრინციპები და ატრიბუტები.

ეს მხოლოდ ნაწილია ისეთი სტანდარტებისა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან.


ასევე გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის პრევენციის საუკეთესო გზა სოციალური დისტანციის დაცვა და ხელის ხშირი დაბანაა.



ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.