გაიგეთ მეტი ხარისხის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ!
- ISO Consulting Blog

- Oct 10
- 2 min read
Updated: Oct 21
ISO Consulting გიწვევთ ცნობიერების ამაღლების ტრენინგზე - "ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები".
ცნობიერების ამაღლების ტრენინგი სრულად დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ QUIS-ის ფარგლებში.

ლოკაციები და თარიღები
I ეტაპი
2025 წლის ნოემბერი – დეკემბერი:
თბილისი : 25 ნომებერი
ბათუმი: 4 დეკემბერი
ქუთაისი: 9 დეკემბერი
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი 2025 წ
II ეტაპი
იანვარ-თებერვალში ტრენინგები ჩატარდება შემდეგ 3 ლოკაციაზე:
ახალციხე: თებერვალი (თარიღი დაზუსტდება)
ზუგდიდი: თებერვალი (თარიღი დაზუსტდება)
თელავი: იანვარი (თარიღი დაზუსტდება)
იხილეთ ტრენინგის პროგრამა (PDF)
ვის შეუძლია მონაწილეობა ?
ცნობიერების ამაღლების ტრენინგის სამიზნე აუდიტორიაა ინდუსტრიულ სექტორში მომუშავე კომპანიები, მათ შორის:
სამშენებლო სექტორი (მშენებლობა, პროექტირება, სამშენებლო მასალების წარმოება)
ტექსტილის მწარმოებლები
ხის პროდუქტების და სათამაშოების მწარმოებლები
ავეჯის მწარმოებლები
დაბალვოლტიანი მოწყობილობები (LVD) მწარმოებლები
პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) მწარმოებლები
მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ზემოაღნიშნულ სექტორებს, მაგალითად:
ლოჯისტიკური კომპანიები
სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები
სამშენებლო ლაბორატორიები ან სხვა სერვის პროვაიდერები
გთხოვთ გაითვალისწინოთ: პროექტი არ ფარავს სამედიცინო, სურსათის წარმოების/მიწოდების, სასმელების წარმოების/მიწოდების, თამბაქოს, აგროსექტორის საქმიანობებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი 2025 წ.
როგორ დავრეგისტრირდე?
ცნობიერების ამაღლების ტრენინგზე დასასწრებად დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია
QUIS პროექტის შესახებ
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიზანია კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით. ზემოთხსენებული ეხმიანება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას.
პროექტს ახორციელებს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) განვითარება და კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი 2025 წ
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Mob.: 593-118-113
ISO Consulting - Professionals for Professionals















Comments