top of page

"HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება თხილის საწარმოებისთვის"

2018 წლის 11-12 სექტემბერს, "ISO Consulting" და ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd’s Register" გიწვევთ ვორკშოპზე "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება თხილის საწარმოებისათვის".


ტრენინგი ჩატარდება ქ. ზუგდიდის ტექნოპარკში.



თხილის ტექნიკურ რეგლამენტში ბოლო დროს შესულმა ცვლილებებმა და ევროკავშირთან ასოცირების საკითხების გააქტიურებამ, სავალდებულო გახადა "HACCP პრინციპების" გამოყენება თხილის გულის ექსპორტიორი საწარმოებისათვის.


რატომ ეს კურსი?

წინამდებარე კურსი გაგაცნობთ HACCP-ის პრინციპებს, რომელიც მოცემულია Codex Alimentarius-ის მიერ და მოითხოვნება თხილის ტექნიკური რეგლამენტით.


კურსი შეგასწავლით როგორ გამოიყენოთ HACCP პრინციპები თქვენს წარმოებაში და მოამზადოთ თქვენი ორგანიზაციის HACCP გეგმა.


ტრენინგის დროს განხილული იქნება ნატურალური თხილის გულის წარმოებისა და მიწოდების პროცესში HACCP პრინციპების გამოყენების თავისებურებები.


კურსის მიმდინარეობისას თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ ნატურალური თხილის გულის წარმოებისა და მიწოდების პროცესში.


აგრეთვე, კურსი მოიცავს "თხილის ტექნიკური რეგლამენტით" და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებით გათვალისწინებულ საკითხებს, წინასწარ პროგრამებს და მათ ურთიერთკავშირს "HACCP პრინციპებთან".

კურსის დასასრულს განხილულია კავშირი ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის, რათა მონაწილეებმა უფრო მკაფიოდ გაათვითცნობიერონ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული მიდგომის სარგებელი.


ტრენინგს უძღვებიან "Lloyd's Register" და "ISO Consulting"-ის ტრენერები - მზია კუზნეცოვა და ქეთევან წულაია.


სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "Lloyd's Register (UK)" ლონდონის აკადემიის მიერ და ადაპტირებულია საქართველოში თხილის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.



რას მივიღებ ტრენინგის შედეგად?

  • HACCP-ის მოთხოვნების ცოდნას, რაც დაგეხმარებათ HACCP პრინციპების გამოსაყენებლად თხილის გულის გადამამუშავებელ საწარმოში;

  • შეიმუშავებთ HACCP გეგმას თხილის გადამამუშავებელი საწარმოსთვის;

  • შეადგენთ ჰიგიენის პროგრამას თხილის გულის გადამამუშავებელი საწარმოსთვის;

  • მზა HACCP-ის გეგმის ნიმუშს თხილის გულის გადამამუშავებელი საწარმოსთვის;

  • HACCP გზამკვლევს ქართულ ენაზე;

  • HACCP სწავლების სერტიფიკატს, რაც ასევე სავალდებულო მოთხოვნაა.


ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?


კურსი განკუთვნილია თხილის გადამამუშავებელი საწარმოების მენეჯერებისთვის და საწარმოს ხელმძღვანელებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც გააჩნია საწარმოო პროცესში HACCP სისტემის დანერგვის და გამოყენების ვალდებულება.



მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნები:

  • კურსზე დასასწრებად მოგეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება თხილის გულის მწარმოებელ ორგანიზაციაში;

  • მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.

რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 20 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 სექტემბერი, 2018 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 120€ (ექვივალენტი ლარებში), დღგ-ს ჩათვლით.


ღირებულება მოიცავს:

  • სწავლებას;

  • HACCP გზამკვლევს ქართულ ენაზე.

  • ნატურალური თხილის გულის წარმოების HACCP გეგმას, რომელიც შემუშავდება ტრენინგის დროს.

  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და HACCP პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით, რომლებიც შედგენილია ნატურალური თხილის გულის წარმოებისთვის;

  • HACCP სერტიფიკატს .

  • რესტორან დიარონის მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.

ტრენინგი დაფინანსებულია "საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" წევრებისთვის.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Tel.: 210 45 77

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.



კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page