top of page

ISO და წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დედამიწას უზარმაზარი წყლის რეურსები აქვს: პლანეტის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული. ასევე, სწორედ წყალი გახდა იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენს პლანეტაზე აღმოცენდა სიცოცხლე. სწორედ ეს უკანასკნელი გამოარჩევს და ხდის უნიკალურს ჩვენს მშობლიურ პლანეტას მრავალ სხვა პლანეტას შორის. სწორედ ამიტომ, წყლის რესურსებს დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. თუმცა მაინც როგორ არის შესაძლებელი ყოველივე ეს?

მიუხედავად იმისა, რომ წყალს დედამიწის ზედაპირის უდიდეს ნაწილ ფარავს, პლანეტაზე მაინც არსებობს წყლის დეფიციტი, რადგან მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0.3% მოდის მდინარეებსა, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, ხოლო დანარჩენი მყინვარების სახითაა ლოკალიზებული. ამავე დროს, მაღალი ტემპით მიმდინარეობს მიწების გამოფიტვა და გაუდაბნოების პროცესი, რაც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. უახლესი კვლევების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2.2 მილიარდ ადამიანს არ მიუწვდება ხელი უვნებელ წყლის რესურსებზე. ასევე, მსოფლიოს მრავალ რეგიონში სახეზე გვაქვს სასმელი წყლის დეფიციტი. საერთაშორისო განსაზღვრების მიხედვით, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაა არანაკლებ 20 ლიტრი წყალი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ადგილიდან 1 კილომეტრის რადიუსში. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სასმელი წყლის დეიფიციტი. დღეს-დღეისობით ასეთი პრობლემის წინაშე დედამიწის მოსახლეობის 40% დგას.


წყლის დეიფიციტი თავის მხრივ უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორისაა ანტისანიტარია, რომელიც მრავალი დაავადებისა თუ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზია. ასევე, წყლის დეიფიციტი ორგანიზმში იწვევს სერიოზულ დაავადებებს. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 4500 ბავში იღუპება სასმელი წყლის დეფიციტის გამო, რომელთაგან უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიან, ასევე ახალგაზრდა გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.

*განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად დადიან უმეტესად ქალები, ასევე ახალგაზრდა გოგონებიც, რაც მათ უზღუდავს განათლების მიღების საშუალებას. (ფოტო:globalwaters.org)


ყოველივე აქედან გამომდინარე, სასმელი წყლის დეფიციტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მსოფლიოს, ამიტომაც საჭიროა არსებობდეს ისეთი ქმედითი ბერკეტები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნულ გამოწვევასთან ეფექტური ბრძოლა. საბედნიეროდ, ამ თემაზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისა მრავალი მოხალისე, სფეროს ექსპერტი და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც შემუშავებული აქვს ამ თემასთან დაკავშირებით მრავალი საერთაშორისო სტანდარტი. ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 31600 - წყლის ეფექტურად მოხმარებასთან დაკავშირებული ეტიკეტირების პროგრამები, რომელის მიზანია წყლის ეფექტურად მოხმარება, წყლის რესურსების ფლანგვის შემცირება და ა.შ. სტანდარტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა გამოქვეყნდეს. გარდა აღნიშნული სტანდარტისა, ISO-ს შემუშვებული აქვს ISO 46001 - წყლის ეფექტურად მოხმარების მენეჯმენტის სისტემები. აღნიშნული სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის გაეროს მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანთან - წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ორგანიზაცია მუშაობს ნარჩენი წყლის ხელახლა გამოყენების შესაძლებლობაზე, რათა შემცირდეს წყლის უაზრო ფლანგვის მაჩვენებელი და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ISO 16075 სერიის სტანდარტები, რომელის მიზანიცაა ერთხელ უკვე გამოყენებული, ჩამდინარე წყლები, გამოყენებული იქნას ხელახლა საირიგაციო სისტემებისთვის.


აღნიშნულ სტანდარტებზე მუშაობენ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO კომიტეტებმა.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page