top of page

ISO 13616 - კიდევ უფრო მეტად დაცული საბანკო ტრანზაქციები

მსოფლიო იზრდება და ვითარდება, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს გლობალიზაციისა თუ ურბანიზაციის პროცესი - უამრავი ადამიანი ტოვებს სოფელს და გადადის სამუშაოდ დიდ ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში. ამ ქმედების მიზანი მეტი შემოსავლის მიღება და ოჯახისთვის გარკვეული რაოდენობის თანხის გადარიცხვაა. ეს უკანასკნელი კი იმაზე მეტად მარტივი არასდროს ყოფილა, როგორიც დღესაა: ფაქტიურად, რამდენიმე წამში შესაძლებელია, ყოველგვარი რისკის გარეშე, თანხის გადარიცხვა ერთი საბანკო ანგარიშიდან მეორე საბანკო ანგარიშზე. თუმცა, რამდენიმე ათეული წლის წინ, მსოფლიოს ასეთი კომფორტი არ ჰქონია. მეტიც, თანხის გადარიცხვა შეუძლებელი იყო, ერთი ადგილიდან მეორეზე ამ ფულის ფიზიკურად მიტანის გარეშე, რაც უამრავ რისკთან იყო დაკავშირებული.

საბანკო ტრანზაქციებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის აჩქარებს ეკონომიკურ პროცესებს, უფრო მოსახერხებელს ხდის ანგარიშგასწორების პროცესს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ინვესტიციებს და ა.შ. შესაბამისად, რაც უფრო მეტად განვითარდება ელექტორნული გადახდისა თუ სხვა საბანკო ტრანზაქციების მომსახურების ხარისხი, რაც უფრო დაიხვეწება მათო უსაფრთხოების მექანიზმი, მით უფრო უკეთესი იქნება მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის.

სწორედ ამ განხრითაც მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO) რომელსაც უამრავი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული ამ სფეროში და დღემდე აგრძელებს მუშაობას. მათ შორის ერთ-ერთია ISO 13616 სტანდარტი, რომელიც შემუშავდა 1997 წელს და მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა თანხის გადარიცხვა ერთი ქვეყნიდან მეორეში. თავის მხრივ, აღნიშნული სტანდარტი იყოფა 2 ნაწილად: ISO 13616-1 და ISO 13616-2, რომელთა მოვალეობაა ზუსტად განსაზღვროს საბანკო ანგარიშის ნომრის შექმნის პროცედურები და უზრუნველყოფილი იქნას მათი დაცულობა.

აღნიშნული სტანდარტები შემუშავებულია ISO-ს ერთ-ერთი ქვეკომიტეტის მიერ, რომელიც შედის ISO/TC 68 კომიტეტის შემადგენლობაში. აღნიშნულ ქვეკომიტეტს არსებობის ისტორიაში 15 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 7 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page