top of page

ISO 19011:2018 - სტანდარტის განახლებული ვერსია მენეჯმენტის სისტემების აუდიტებისთვის

მენეჯმენტის სისტემების სტანდარტების გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზაციებს მიზნების მიღწევაში. შესაბამისად, სისტემის აუდიტი დამატებითი ფასეულობაა ბიზნესის გასაუმჯობესებლად.


2018 წლის ივლისში განახლდა მენეჯმენტის სისტემების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი ISO 19011, რომლიც გაცილებით მეტ მითითიებებს იძლევა, ვიდრე მისი წინა ვერსია.



მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების პოპულარობა იზრდება, რადგან ორგანიზაციები ხედავენ, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენებით მართო ურთიერთდაკავშირებული პროცესები, რათა მიაღწიო ორგანზიაციის მიერ დასახულ მიზნებს. მენეჯმენტის სისტემების სტანდარტების რაოდენობა (როგორებიცაა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის, ენერგო ეფექტურობისა და საგზაო უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების და სხვა სტანდარტები, რომელთა დანიშნულებაა ორგანიზაციების დახმარება შედეგიანი მენეჯმენტის სისტემების დანერგვაში) დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.


მხოლოდ ISO-ს, უკვე შემუშავებული აქვს 70-ზე მეტი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო ექსპერტიზასა და სამეწარმეო სამუშაოების ორგანიზების საუკეთესო პრაქტიკებზე, რათა დაეხმარონ ორგანიზაციებს სამუშაოს უკეთ შესრულებაში, თანხების დაზოგვასა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

იმისათვის, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი მენეჯმენტის სისტემიდან და უზრუნველყოთ მუდმივი გაუმჯობესება, საჭიროა რეგულარული აუდიტის ჩატარება. ეს არ წარმოადგენს მარტივ დავალებას, თუ თქვენც, ისევე როგორც სხვა მრავალი ორგანიზაცია, იყენებთ მენეჯმენტის რამდენიმე სისტემას, ანუ როგორც მას უწოდებენ - „ინტეგრირებულ მენეჯმენტის სისტემებს“.


ISO 19011, სახელმძღვანელოები მენეჯმენტის სისტემების აუდიტებისთვის, გთავაზობთ ერთგვაროვან, ჰარმონიულ მიდგომას, რაც შედეგიანი აუდიტის ჩატარების საშუალებას იძლევა ერთდროულად რამდენიმე სისტემაში.


როგორც ISO-ს პროექტის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, სტანდარტი განახლდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის დარჩეს შედეგიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ ცვლილებებს, განახლებულ ტექნოლოგიებს და მენეჯმენტის სისტემის მრავალი ახალი სტანდარტის მიდგომებს, რომლებიც ბოლო დროს გამოქვეყნდა ან გადაისინჯა.

______________________________________________


Denise Robitaille, Chair of the ISO project committee - “Other key changes in the 2018 version include the addition of a risk-based approach to the principles of auditing to reflect the enhanced focus on risk in both management standards and in the marketplace.”


ივანე დიდბერიძე, LRQA-ის ტრენერი და წამყვანი აუდიტორი - ისო 19011:2018 წარმოადგენს აუდიტის სტანდარტის მე-3 გამოცემას, რომლიც იძლევა სახელმძღვანელო მითითებებს აუდიტის პროგრამის მენეჯმენტის, აუდიტების დაგეგმვის და ჩატარების, აუდიტორებისა და აუდიტის გუნდის მიმართ. სტანდარტის გამოყენება საჭირო გახდება 2019 წლიდან, რისთვისაც ჩვენ უკვე ვამზადებთ ტრენინგებს შიდა აუდიტორების რე-კვალიფიკაციისათვის.“


„საინტერესო სტანდარტია. ახალ ვერსიაში მოცემულია როგორც რჩევები რისკებისა და შესაძლებელობების აუდიტის ჩატარების მიმართ, ასევე ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენო რისკებზე დაფუძნებული ხედვა აუდიტის ჩატარების პროცესში. ჩვენს კარგად ცნობილ აუდიტის პრაქტიკულ ტრენინგებში მოხდება ამ მიდგომების ადაპტირება, რაც ტრენინგის კურსს გახდის უფრო სახალისოს და საინტერესოს“.

______________________________________________


განახლებული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შიდა აუდიტორების ტრენინგი უკვე შესაძლებელი იქნება 2019 წლის დასწყისში.




Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page