top of page

ISO 21001:2018 - საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემა

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ქვეყნის განვითარება და წინსვლა განათლების დონის პირდაპირპროპორციულია. რაც მეტი განათლებული ადამიანია ქვეყანაში, მით მეტია ინოვაციები, გამოგონებები, მით მეტი ინტელექტუალური რესურსი აქვს ქყვეყანას და უფრო დინამიურად ვითარდება. სწორედ ამიტომ, იქმნება აუცილებლობა, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიაწოდონ სტუდენტებსა თუ მოასწავლეებს.


რა არის ISO 21001:2018 სტანდარტი?


ISO 21001:2018 შემუშავდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. სტანდარტის შემუშავებაში ჩართული იყო მრავალი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი და აპრობირებულია მსოფლიოს მრავალი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ.


ISO 21001:2018 დაფუძნებულია ISO 9001:2015 სტანდარტზე (ხარისხის მენეჯმენტის სისტემაზე), თუმცა სპეციალიზებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი პროფილის, ზომის თუ სწავლების მეთოდისა.


ეს სტადნარტი ეხმარება ნებისმიერ საგანმანათლებლო ორგანიზაციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, რათა დახვეწონ მენეჯმენტის სისტემა, დანერგონ ახალი მიდგომები, შეიმუშაონ ახლებური ხედვა და გახდენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი განათლების სისტემაში.


რატომაა საჭირო ISO 21001:2018 სტანდარტი?


ISO 21001:2018 სტადნარტი არამარტო ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს საგანმანათლებლო ორგანიზაციების პოპულარობას და ამაღლებს მათ კონკურენტუნარიანობას.


ეს სტადარტი არის გარანტი იმისა, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაციაში არის მაღალი დონის სწავლება. ასევე, ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლები აღიარებენ და აქტიურად იყენებენ პრაქტიკაში ISO 21001:2018 სტადარტის მიდგომებს განათლების სფეროში თავიანთი ხედვების ჩამოსაყალიბებლად.


ISO 21001:2018 სტანდარტის გამოყენებით შესაძლებლია:

  • გააუმჯობესოთ განათლების სისტემა;

  • ხელი შეუწყოთ ინოვაციების განვითარებას;

  • ხელი შეუწყოთ სტუდენტებთან/მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბებას;

  • შესძინოთ თქვენს სასწავლებელს პრესტიჟი და აამაღლოთ კონკურენტუნარიანობა.

"ISO Consulting"-ის პროფესიონალთა გუნდს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ ISO 21001:2018 სტანდარტის დანერგვასა და შედეგიან გამოყენებაში.

 

"ISO Consulting" - პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page