top of page

ISO 22379 - მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტი

ისეთი მასშტაბური ღონისძიებები, როგორიცაა ოლიმპიადა ან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, დიდ გავლენას ახდენენ ადგილობრივ ეკონომიკაზე და დიდი სარგებელი მოაქვს მასპინძელი ქალაქებისთვის. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ასეთ ღონისძიებებს ყოველთვის თან ახლავს უსაფრთხოების მხრივ დიდი რისკი. იმისთვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართავს ხოლმე, მაგრამ მაინც ძნელია ისეთი შემთხვევის მოძებნა, როდესაც ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას ლაფსუსების გარეშე ჩაევლოს.

2020 წლის ზაფხულში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოლიმპიადა აიღებს სტარტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი. ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იქნება და აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ახალ სტანდარტზე დაიწყო მუშაობა - ISO 22379, რომლიც მისცემს მსოფლიოს შესაძლებლობას ასეთი ტიპის ღონისძიებები მაქსიმალურად უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს. სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ტიპის ღონისძიებასთან, იქნება ეს ოლიმპიადა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი თუ სხვა სპორტული აქტივობა. ამასთანავე, სტანდარტის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომიტეტი.

*2020 წლის ზაფხულში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოლიმპიადა აიღებს სტარტს

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page