top of page

ISO 939 და უვნებელი სანელებლები

თითქმის ნებისმიერი საკვების მომზადების დროს აუცილებელია ზოგიერთი სანელებლისა თუ უცხო სუნელის გამოყენება. ისინი საკვებს ანიჭებენ განსაკუთრებულ გემოსა თუ პიკანტურობას და გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოსარჩევია ინდოეთი, სადაც ვხდებით უამრავი სახის სუნელს, რაც ინდური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მიუხედავად ყველაფერისა, სუნელები შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ადამიანის ჯამრთელობისთვის თუ არ იქნა შენახული სათანადოდ. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სანელებლებს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სამზარეულოში ვხდებით, შესაძლოა საქმე გლობალურ გამოწვევასთან გვქონდეს, რომელსაც მსოფლიომ შესაბამისად უნდა უპასუხოს.

როგორც უკვე ვახსენეთ, არასათანადოდ შენახული სანელებლები შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანის ჯამრთელობისთვის. განსაკუთრებით საშიშია ტენის არსებობა, რაც ხელს უწყობს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას და შესაძლოა გამოიწვიოს სურსათისმიერი მოწამვლაც. ამავე დროს, სანამ სანელებლები თქვენს თეფშზე აღმოჩნდება გადის სასურსათო ჯაჭვის გრძელ გზას, რა დროსაც შეიძლება მოხდეს მისი დაბინძურება ან შენახვის პირობების დარღვევა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცცემებით ყოველწიურად ყოველი 10 ადამიანიდა 1 სურსათისმიერი დაავადებით ავადდება, რაც მეტად საგანგაშო ციფრია.


სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, 2019 წლიდან ყოველ 7 ივნისს აღინიშნება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე, რომლის მთავარი მიზანია აამაღლოს მოსახლეობის ინფორმირებულობა უვნებელი სურსათის შესახებ. ინიციატივა წარმოიშვა 2016 წელს კოსტა რიკაში და მისი ავტორები იყვნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ღონისძიების სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ და ხაზს უსვამს უვნებელი სურსათის წარმოების, მიწოდების და მოხმარების პროცესში ხელისუფლების, მწარმოებლების და ნებისმიერი ადამიანების საერთო პასუხისმგებლობას.


ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი ISO 939 სტანდარტი, რომლის მიზანია სუნელებისა თუ სანელებლების უვნებლობა, სინესტის დონის კონტროლი, მათი შენახვის პირობები და ა.შ.


აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 34/SC 7 ქვეკომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 77 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 1 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page