top of page

ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე გახდა

ISO Consulting-ი განაგრძობს მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში და უერთდება გაეროს გლობალური შეთანხმებას (UN Global Compact).


ჩვენ მიგვაჩნია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის ბიზნესის დამატებითი საქმიანობა, არამედ ის მისი განუყოფელი ნაწილია. მისი დახმარებით შესაძლებელია ბიზნესის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, ეს კი ქვეყნის წინსვლას უწყობს ხელს.


ყოველივე აქედან გამომდინარე, გაეროს გლობალურ შეთანხმებაში მონაწილეობით, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად, რომლებიც ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. შეთანხმება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • პრინციპი 1: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.

  • პრინციპი 2: ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.

  • პრინციპი 3: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება კოლექტიური მოლაპარაკებების შესახებ.

  • პრინციპი 4: უნდა აღკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა.

  • პრინციპი 5: ეფექტურად უნდა აღკვეთოს ბავშვთა შრომა.

  • პრინციპი 6: უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშორმლების მიმართ.

  • პრინციპი 7: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი.

  • პრინციპი 8: საკუთარ თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.

  • პრინციპი 9: უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება.

  • პრინციპი 10: ბიზნესმა უნდა იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.

ამჟამად გაეროს გლობალური გაერთიანება აერთიანებს მსოფლიოში 162 ქვეყანაში არსებულ 22 ათასზე მეტ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციას.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

79 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება