top of page

ISO სტანდარტები COVID 19-ის წინააღმდეგ

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა - ჩვენს გარშემო ფაქტობრივად გაჩერდა დრო, მუშაობა შეაჩერა ბიზნესების უმეტესმა ნაწილმა, უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, დაიწყო მსოფლიო ეკონომიკის რეცესია: საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) პროგნოზით 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.4 პროცენტით უნდა შემცირდეს. რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე წელს ჩვენი ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება და არც ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა არაა სახარბიელო. იგივე სიტუაციაა ყველა სხვა განვითარებულ თუ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში. რაც შეეხება პანდემიას, დღეის მდგომარეობით უკვე 41 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და ყოველდღიურად ეს რიცხვი საშუალოდ 350 ათასით იზრდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნების უმეტესობა პიკურ პერიოდში შევიდა და ნელ ნელა უკვე უნდა ველოდოთ პანდემიური ტალღების შესუსტებას.


რატომ არის საშიში COVID 19 პანდემია?

ვირუსი ვრცელდება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში და იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გრიპის სეზონებზე, მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად ვრცელდება კორონავირუსის სულ მცირე 4 შტამი, რომლებიც იწვევენ მსუბუქ სიმპოტემს, როგორიცაა გაციება და ა.შ. ასე რომ, თითქმის ყველა ადამიანი შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმეც კი დაავადებულა კორონავირუსის სხვადასხვა შტამით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ვირუსის სხვადასხვა ტიპი მრავალჯერ გავრცელებულა მსოფლიოში. მაგალითად 2003 წელს ჩინეთში, რომლის დროსაც 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 700-ზე მეტი დაიღუპა. 2012 წელს საუდის არაბეთშიც გავრცელდა კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, იგივე MERS-ი უწოდეს. რაც შეეხება ახალ ვირუსს, რომელიც წინამორბედებზე გაცილებით საშიშია, SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი - COVID-19.

ISO სტანდარტები COVID 19-ის წინააღმდეგ

ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მთელი რიგი სტანდარტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა. აღნიშნული სტანდარებიდან შეგვიძლია გამოვყოთ:

ISO 374-5:2016 - დამცავი ხელთათმანები საშიში ქიმიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

ISO 10651-3:1997 - ფილტვების ვენტილატორები სამედიცინო გამოყენებისთვის - ნაწილი 3: საგანგებო და სატრანსპორტო ვენტილატორების განსაკუთრებული მოთხოვნები.

ISO 13688:2013 - დამცავი ტანსაცმელი - ზოგადი მოთხოვნები.

ISO 31000:2018 - რისკების მენეჯმენტი

ISO/TS 16976-8:2013 - რესპირატორული დამცავი საშუალებები - ნაწილი 8: ერგონომიული ფაქტორები.

ISO 22320:2018 - უსაფრთხოება და გამძლეობა - საგანგებო სიტუაციების მართვა - სახელმძღვანელო მითითებები ინციდენტების მართვისთვის.

ISO 22316:2017 - უსაფრთხოება და გამძლეობა - პრინციპები და ატრიბუტები.

ეს მხოლოდ ნაწილია ისეთი სტანდარტებისა, რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული და მნიშვნელოვნად დაეხმარება მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის დამარცხების გზაზე.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის პრევენციის საუკეთესო გზა სოციალური დისტანციის დაცვა და ხელის ხშირი დაბანაა.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page