top of page

ISO სტანდარტები უსაფრთხო ინტერნეტ-სერფინგისთვის

თანამედროვე სამყარო ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ინტერნეტი გვიადვილებს უამრავ პრობლემას, გვაძლევს შესაძლებლობას დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მოვიძიოთ ინფორმაცია, ვიყიდოთ სხვადასხვა ნივთი და ა.შ. 2019 წლის მონაცემებით ინტერნეტს 4.13 მილიარდი მომხარებელი ჰყავს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 2/3 -ზე მეტია. მაშასადამე, ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი შედის ინტერნეტში, ათვალიერებს სხვადასხვა ვებ გვერდებს, იყენებს სოციალურ ქსელებს და ა.შ.თუმცა, ამ შთამბეჭდავი ციფრებისა თუ ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების მიღმა არ უნდა გამოგრჩეს კიბერუსაფრთხოება, რაც თითოული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. საინტერესოა როგორ უნდა გაუმკლავდეს ინტერნეტ სამყარო აღნიშნულ გამოწვევას?

რატომ არის მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოება?

მსოფლიო მასშტაბით, ბოლო წლებში ბიზნესზე კიბერშეტევათა რაოდენობა გაორმაგდა. ე.წ. ჰაკერთა მთავარი სამიზნე არა მარტო ინტერნეტ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია, არამედ მათი საბანკო ანგარიშებია. 2017 წლის მონაცემებით ჰაკერებმა 172 მილიარდი ამერიკული დოლარის მოპარვა შეძლეს საბანკო ანგარიშებიდან. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 143 მილიონი საბანკო ანგარიშიდან 19.4 მილიარდი ამერიკული დოლარი მოიპარეს.

ISO სტანდარტები უსაფრთხო ინტერნეტ-სერფინგისთვის

სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზამ (ISO) გადაწყვიტა შეემუშავებინა ISO/IEC 27701, რომელიც ISO/IEC 27001 (ინფორმაციის დაცვა) და ISO/IEC 27002 (ინფორმაციული ტექნოლოგიები) სტანდარტების გაიდლაინია. მისი მთავარი ფუნქციაა ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ამ ინფორმაციის დაცვის მეთოდების გაუმჯობესება და კიბერდანაშაულის შემცირებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ISO/IEC 27001 და ISO/IEC 27002 პერსონალური ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემებია, ხოლო ISO/IEC 27701 მათი გაიდლაინია.

ISO/IEC 27001 - ინფორმაციის დაცვა​

ISO 27001 სტანდარტი უზრუნველყობს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მიღების შესაძლებლობის ადეკვატურ კონტროლს, რათა გარანტირებული იყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის დაცვა.

ჩვენ გვყავს საერთაშორისო აუდიტორები, რომლებიც არიან მენეჯმენტის სისტემის ექსპერტები და გააჩნიათ კვალიფიკაციის მაღალი დონე. მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება განახორციელონ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფილი და ობიექტური შეფასება, მოგცეთ რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, გაგრძნობინონ, რომ თქვენი ბიზნეს ინფორმაცია არის დაცული და შესაბამისად მოგაპოვებინოთ ნდობა სერიოზული ბიზნეს-პარტნიორების მხრიდან.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page