top of page

ISO სტანდარტები ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჰაერის დაბინძურებაა. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 91% ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე სცდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებულ სტანდარტებს. შესაბამისად, გაზრდილია იმ დაავადებების მაჩვენებლები, რომლის გამომწვევი მიზეზიც დაბინძურებული ჰაერია. რაც შეეხება ჰაერის მთავარ დამაბინძურებლებს, მათ შორისაა ავტოტრანსპორტი, ფაბრიკა-ქარხნები, გახშირებული ხანძრები და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო მოსახლეობა საოცრად სწრაფი ტემპით იზრდება და ასევე იზრდება მოთხოვნა რესურსებზე, მსოფლიო მასშტაბით ატმოსფეროს კიდევ უფრო დაბინძურებას უნდა ველოდოთ. კაცობრიონას კი კიდევ ერთი დიდი გამოწვევა შეემატება, რომლის დამარცხება იოლი ნამდვილად არ იქნება.

რამდენიმე თვის წინ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში იმდენად სქელი და მომწამლავი სმოგი ჩამოწვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა ქალაქის მასშტაბით დროებით გადაედო სკოლებში სწავლა, შეეზღუდა ქუჩაში მანქანების რაოდენობა და მოსახლეობისთვის პირბადეები დაერიგებინა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო პორტალები იუწყებოდნენ, მთავრობა მოსახლობას ურჩევდა თავი შეეკავებინათ ქუჩაში გამოსვლისგან და სახლში დარჩენილიყვნენ. ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ სმოგის გამო გრძნობდნენ ყელის ტკივილს, დაუზიანდათ სახმო იოგები და შეუძლოდ იყვნენ. ეს ამბავი მალევე მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და ჩვენც კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჰაერის უკონტროლო დაბინძურებამ.

აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ინდოეთისთვის არაა ნაცნობი. მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს მრავალ სხვა დიდ ქალაქში ფიქსირდება, რაც უკვე საგანგაშო სახეს იღებს. ამიტომაც, სანამ გვიანი არაა, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და აღნიშნულ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვას.

ISO სტანდარტები და ჰაერის დაბინძურება

ჰაერის უკონტროლოდ დაბინძურებაზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც. ISO-ს ერთ-ერთმა ტექნიკურმა კომიტეტმა ISO/TS 146 უკვე შეიმუშავა 184 სტანდარტი, ხოლო 33 ახალი სტანდარტი შემუშავების პროცესშია. ამ სტანდარტების მთავარი მიზანი ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნული კომიტეტის შემადგენლობაში შედის 30 ქვეყნის წარმომადგენლობა და 6 ქვეკომიტეტი.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ კორპორაცია. მათ შორისაა TEAMTRESS, რომელიც აძლევს საშუალებას თითოულ ადამიანს დონაციების მეშვეობით წვლილი შეიტანოს მსოფლიო მასშტაბით ხეების დარგვის პროცესში. ამ წუთისთვის უკვე 21 მილიონ ხეზე მეტია დარგული, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page