top of page

ISO 45001:2018 (FDIS) უკვე ხელმისაწვდომია

ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროექტი, რომელიც 4 წელზე მეტია მომზადების ფაზაშია და რომლის გამოქვეყნებასაც მოუთმენლად ველოდით, უკვე ხელმისაწვდომია.



ISO 45001 წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის 1-ელ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც იძლევა ჩარჩოს ორგანიზაციებისთვის, შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად, შესამუშავებლად და დემონსტრირების მოსახდენად. სტანდარტის გამოყენებით ორგანიზაციები შეძლებენ შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო, შეამცირონ საწარმოო ტრავმები და შესაძლო პროფესიული დაავადებები.


ISO 45001 მენეჯმენტის სისტემის კიდევ ერთი იმ სტანდარტთაგანია, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ხარისხის საკითხების უზრუნველყოფაზე. მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების თანამედროვე სტრუქტურაზე (HLS) აგებული სტანდარტი, საერთო ტექსტი და განმარტებები, ხელს შეუწყობს ორგანიზაციებს ჩამოაყალიბონ შედეგიანი და ეფექტური მენეჯმენტის სისტემა, რომელიც იძლევა მომხმარებლების, მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანიზაციების მოთხოვნების უზრუნველყოფის საშუალებას; რომელიც ამცირებს ნარჩენებს და ორმაგ შრომას და იძლევა გაუმჯობესების საშუალებას.


სტანდარტი შემუშავდა „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ (ISO/PC 283) და მიჰყვება მენეჯმენტის სისტემის სხვა სტანდარტების სტრუქტურას, როგორებიცაა ISO 9001 და ISO 14001 სტანდარტები. სტანდარტი ითვალისწინებს სხვა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, როგორიცაა OHSAS 18001, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაიდლაინები (ILO-OSH Guidelines), სხვადასხვა ეროვნულ სტანდარტებს და ILO-ს სტანდარტებს და კონვენციებს.


"ISO Consulting"-ს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შემუშავების, დანერგვის, სერტიფიკაციის და შენარჩუნების ნებისმიერ ეტაპზე.


დაგვიკავშირდით დღესვე, რათა შეიტყოთ მეტი.

T: +995322104577

D: +995593118113

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page