top of page

"Rural SMEs Development Project"-ის ხელშეწყობით სურსათის უვნებლობის კონსულტანტებს ჩაუტარდათ ვორქშოპი

2023 წლის 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, ISO Consulting-ის ტრენერებმა სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის ჩაატარა ვორქშოპი, რომელსაც ესწრებოდნენ სურსათის უვნებლობის კონსულტანტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ვორქშოპისდროს კონსულტანტებთან მოხდა HACCP პრინციპების და მათი პრაქტიკული გამოყენების მიმოხილვა HoReCa/გასტრონომიის სექტორისათვის, რათა შესაძლებელი იყოს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება ამ სექტორში მოქმედი ბიზნეს ოპერატორებისთვის. პასუხები გაეცა მრავალ ისეთ კითხვას, რომლებიც საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ მაღალი ხარისხით მომსახურების გაწევისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა და ხედვა ამ სექტორში ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების გაწევისთვის.


RSMEDP ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ და ხორციელდება Swisscontact-ის მიერ (შვეიცარიის ფონდი ტექნიკური თანამშრომლობისთვის), Mercy Corps-თან და The Springfield Centre-თან კონსორციუმში.


ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურება ის ფუფუნებაა, რომლითაც ბიზნესი ელოდება ამ მომსახურებაში დახარჯული რესურსიდან საუკეთესო შედეგებს - ყოველთვის იმაზე მეტს, ვიდრე მოლოდინია! საკონსულტაციო მომსახურებით მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას მათი ბიზნესის გასაუმჯობესებლად, ვცდილობთ კლიენტს შეუქმნათ თვითკმაყოფილება და უფრო მეტიც, აღფრთოვანებული დავტოვოთ კონსულტანტის შედეგიანი მუშაობით. ამ მომსახურებაში ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ. მადლობა "RSMED" პროექტს ამ შესაძლებლობისათვის." - ივანე დიდბერიძე, ISO Consulting-ის აღმასრულებელი მენეჯერი.
 

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.


ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორანიზაციაში, მოთხოვნის მიხედვით, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.


შეიტყვეთ მეტი ჩვენი ტრენინგების შესახებ.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page