top of page

ახალი ISO სტანდარტი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიისთვის

თანამედროვე მსოფლიოსთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათ გარეშე კაცობრიობა ვერ ავკრეფდა განვითარების ისეთ მაღალ სიჩქარეებს, როგორიც ახლაა. ამავე დროს, ნავთობისა და გაზის ინდუსტრია ამუშავებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ეკონომიკას. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვებისას გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ასევე მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიების სწორი, გამართული და ეფექტური მუშაობა, რომელიც მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს მსოფლიოს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა ახალი სტანდარტი ბუნერივი აირისა და ნავთობის ინდუსტრიისთვის - ISO 29001:2020. აღნიშნული სტანდარტის მიზანია ამ სპეციფიკური ინდუსტრიისთვის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ინდუსტრიის ეფექტურობის მნიშვნელოვანი გაზრდა.


კომიტეტის ხელმძღვანელის, ბატონი ტედ ფლეჩტერის განცხადებით, აღნიშნული ახალი სტანდარტი შეიმუშავეს ISO 9001 სტანდარტის საფუძველზე, თუმცა მასში შეიტანეს მთელი რიგი კორექტივები და მოთხოვნები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ბუნებრივი აირისა დანავთობის ინდუსტრიის სპეციფიკას.

აღნიშნული სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო დარგის ექპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/TC 67 კომიტეტმა, რომელიც მუშაობს ბუნებრვი აირისა და ნავთობის ინდუსტრიის განხრით და უკვე შემუშავებული აქვს უამრავი სტანდარტი ამ დარგის სწორი განვითარებისთვის.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page