top of page

ენერგოეფექტური სატრანსპორტო სისტემა

დიდი ხანი არაა, რაც დედამიწის მოსახლეობამ 7 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. რამდენიმე წელში კი პლანეტის მოსახლეობა 8 მილიარდსაც გადააჭარბებს, რაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, რადგან მზარდი მოსახლეობის რაოდენობა ნიშნავს მზარდ მოთხოვნას ენერგიაზე. ეს ყველაფერი კი იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთი ენერგორესურსი, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ, ამოწურვადია, ხოლო განახლებადი ენერგია სრულად ათვისებული არ გვაქვს. ამავდროულად, მსოფლიოში წლიდან წლამდე იმატებს საყოველთაო კეთილდღეობის დონე, (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2020 წელს პანდემიის მიერ მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს) რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას სხვადასხვა ტიპის რესურსებზე, მათ შორის ენერგორესურსებზეც. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას წინ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს და აუცილებლად სჭირდება ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც აღნიშნულ გამოწვევას შესაბამისად უპასუხებს.

როგორც უკვე ვახსენეთ მსოფლიოში მოსახლეობასთან ერთად, საყოველთაო კეთილდღეობის დონეც მზარდია, რაც ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, ქალაქებში ცხოვრების დონის ამაღლებას, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ. ყოველივე ეს კი ითხოვს უზარმაზარი მოცულობის ენერგიას: გლობალიზაცია აახლოებს არამარტო ქვეყნებს, არამედ სხვადასხვა ქალაქს ერთმანეთთან. მაგალითად შეიძლება ცხოვრობდეთ ერთ ქალაქში, თუმცა მუშაობდეთ მეორეში. ასევე, მრავალ ქვეყანაში ადამიანთა უმეტესობა ამჯობინებს ცხოვრობდეს ქალაქგარეთ, უფრო მშვიდ და მწავნე გარემოში, ხოლო სამსახურში მისასვლელად გამოიყენოს საკუთარი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამავდროულად, ვაჭრობის განვითარება წარმოუდგენელია სწრაფი ტრანსპორტირებისა თუ გამართული ლოჯისტიკური ქსელის გარეშე, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის მოთხოვნას ენერგიაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი სატრანსპორტო სისტემის განვითარება, რომელიც იქნება ენერგოეფექტური, რაც გულისხმობს ენერგიის უაზროდ ფლანგვის შემცირებისა თუ არსებული შეზღუდული რესურსების უფრო ეკონომიურად გამოყენების შესაძლებლობას.


გარდა ენერგოეფექტურობისა, ასევე მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს სათბური აირების გამოყოფის საგანგაშო მაჩვენებლები, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება და მისი გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სატრასნპორტო საშუალებებია. მაგალითად, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ინდეოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, სადაც ავტროტრანსპორტის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი წარმოქმნის სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერებით დაბინძურებულ სმოგის ღრუბლებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას პრაქტიკულად გაუსაძლისს ხდიან. განსაკუთრებით მძიმეა ოქტომბერისა და ნოემბრის თვეები, რადგან ამ დროს მიმდინარეობს დედაქალაქთან ახლოს მდებარე აგრარული დანიშნულების მიწების დაწვა, რათა ფერმერებმა ნაკვეთები მოამზადონ ზამთრისთვის.


*ფოტოზე: ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელი


საბედნიოროდ, აღნიშნულ გამოწვევებზე უკვე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, რომელთა დახმარებითაც უკვე შეინიშნება სასიკეთო ძვრები და მალე ამ ყველაფერს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. ასეთ ორგანიზაციებს შორისაა სტანდარტიზაციიის საერთაშორისო ორგანიზაციაც რომელსაც დაარსების დღიდან შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელთა დახმარებითაც მსოფლიოს შეუძლია ენერგია მოიხმაროს გაცილებით უფრო ეფექტურად. მათ შორის სატრანსპორტო სფეროში. ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 37167, რომელიც იძლევა რეკომენდაციებსა და მითითებებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა მათ ენერგიის მინიმალური დანახარჯებით იფუნქციონირებონ, ისე რომ არ შეიცვალოს მათი გრაფიკი: დანიშნულების ადგილას ისევ ჩვეულ დროს მივიდნენ და დროითი დისკომფორტი არ შეუქმნან მგზავრებს. გარდა აღნიშნული სტანდარტისა, ISO-მ შეიმუშავა 2 ახალი სტანდარტი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია დიდ ქალაქებში სატრანსპორტო სისტემა გახდეს უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. ეს სტანდარტებია ISO 37161, რომელიც არის სახელმძღვანელო ენერგოეფექტური სატრანსპორტო სერვისებისთვის და ISO 37162 - ენერგოეფექტური სატრანსპორტო სისტემა ახლად განვითარებული ტერიტორიებისთვის. ორივე სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია ქალქებში გადაადგილება მოხდეს გარემოს ნაკლები დაბინძურების ხარჯზე და ქალაქებში ცხოვრების ხარისხმა მნიშვნელოვნად აიწიოს.


სამივე საერთაშორისო სტანდარტი შემუშავებულია ISO/TC 268/SC 1 კომიტეტის მიერ, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და არსებიბის ისტორიაში შემუშავებული აქვს 19, ხოლო ამჟამად მუშაობს 12 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე. ასევე, აღნიშნული კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან 11-ის განხორციელებას.


გარდა ამისა, ISO-ს შემუშავებული აქვს ISO 22095 საერთაშორისო სტანდარტი, რომლის დახმარებითაც მიწოდების ჯაჭვში ჩაბმულ კომპანიებს შეეძლებათ შეამცირონ დანახარჯები, გამოასწორონ ხარვეზები და იმუშაონ გაცილებით უფრო ეფექტურად. აღნიშნული სტანდარტი სრულ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერ ორგანიზაციასთან განურჩევლად საქმიანობის სფეროსა თუ კომპანიის ზომისა. ამასთან ერთად, ISO 22095 სტანდარტის დახმარებით შესაძლებელი გახდება მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც მიწოდების ჯაჭვში არიან ჩაბმულები, ბევრად გაუადვილდეთ ერთმანეთთან მუშაობა, რადგან აღნიშნული სტანდარტი მათ აძლევს საშუალებას ერთ ენაზე "იმეტყველონ"


აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/PC 308 ტექნიკური კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 სტანდარტი, თუმცა ამჟამად მუშაობს 16 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page