top of page

ინოვაციების მენეჯმენტი და ISO/TC 279 კომიტეტი

ინოვაციური იდეები მსოფლიო ისტორიაში ყოველთვის თამაშობდა გადამწყვეტ როლს და გვიბიძგებდა პროგრესისკენ პრაქტიკულად ყველა სფეროში. ჯერ კიდევ უძველეს დროში მცხოვრები გამომგონებლები ცდილობდნენ შეემნათ რაღაც ახალი, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებდა ყოველდღიურ ცხოვრებას. ყველაფერი კი დაიწყო ძვ.წ. მეშვიდე საუკუნეში, მცირე აზიაში მდებარე იონიის მხარეში, სადაც დაიბადა მეცნიერული აზროვნების სტილი, რაც გამოიხატებოდა მეცნიერული სკოლების დაარსებით და ემპირიული აზროვნების დამკვდრებით. ისეთი გამოჩენილი მოაზროვნეები როგორებიც იყვნენ თალესი და პითაგორა, სწორედ იონიაში მოღვაწეობდნენ და გააკეთეს უამრავი ახალი აღმოჩენა. მეტიც, ბევრი თანამედროვე მკლევარი იონიას მეცნიერების აკვნადაც მოიხსენიებს. ამ მხარეში მოღვაწე მრავალმა მოაზროვნემ საბოლოოდ შეცვალა კაცობრიობის განვითარების ვექტორი და ის პროგრესისკენ მიმართა. იონიელთა გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან პროგრესისკენ სწრაფვა, ემპირიული აზროვნება მალე მთელს მსოფლიოს მოედო და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. თუმცა ამ გზაზე მეცნიერებას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, როგორიცაა ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლების განადგურება, ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა და კვლევითი ცენტრის დანგრევა, ბნელი შუასაუკუნეები და ა.შ. გარდამტეხი აღმოჩნდა XIV საუკუნეში მომხდარი მოვლენები, როგორიცაა რენესანსი - ძველი მივიწყებული ცოდნის ხელახლა აღმოჩენა, აღორძინების ეპოქა, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლულმა ადამიანმა მიწას მოაშორა მზერა და მაღლა ვარსკვლავებისკენ აიხედა. შემდეგი იყო ინდუსტრიული რევოლუცია, რომელმაც პროგრესის ტემპი კიდევ უფრო დააჩქარა. ამ პროცესების ლოგიკური გაგრძელება და დაგვირგვინება ტექნოლოგიების ერაა, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. თუმცა რა იქნება შემდეგი? სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საერთაშორისო სტანდარტებს?

ინოვაციები

ერთ-ერთი პირველი ინოვაციური გამოგონება, რომელმაც იმდროინდელი მსოფლიო შეცვალა ეს ბორბალია. ამ მარტივი და უნივერსალური აღმოჩენით კი ადამიანმა მრავალი პრობლემას გასაღები მოუძებნა და გაუხსნა გზა მრავალ ახალ შესაძლებლობას. ბორბლის დახმარებით ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად იყო შესაძლებელი გადაადგილება ან ტვირთის გადატანა, რამაც გააქტიურა ვაჭრობა, ახალი მიწების ათვისება, მშენებლობა და სხვა. ამ ყველაფერმა კი დიდი როლი ითამაშა ისეთი რთული პოლიტიკურ-სოციალური სისტემების შექმნაში, როგორიცაა ქალაქ-სახელმწიფოები, სამეფოები და იმპერიებიც კი. თუმცა, აქვე აღნიშვნის ღირსია ინკების უზარმაზარი იმპერია, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული იყო მეცნიერების მრავალი დარგი, იმპერიას ჰყავდა ბრძოლისუნარიანი არმია, თუმცა არ ჰქონდათ გამოგონებული ბორბალი, რაც პროგრესის ტემპს მნიშვნელოვნად აფერხებდა. ეს უკანასკნელი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა მაშინ, როდესაც ესპანელმა კონკისტატორებმა ახალ მატერიკზე პირველად დადგეს ფეხი. კიდევ ერთი ინოვაციური აღმოჩენა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო ისტორიაში საბეჭდი მანქანის გამოგონებაა. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა გაზრდილიყო მოსახლეობის ფართო მასებში განათლებისა და წერა-კითხვის ცოდნის დონე.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია XIX-XX საუკუნეები. ამ დროისთვის უკვე მომხდარია ინდუსტრიული რევოლუცია, ერჯერადი მოხმარების საქონელი უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის, მნიშვნელოვნადაა შემცირებული სიკვდილიანობის დონე და გაზრდილია სიცოცხლის ხანგძლივობა, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. ეს ყველაფერი კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა ინოვაციური გამოგონებებისთვის და ამ მხრივ მრავალმა ცნობილმა გამომგონებელმა დაგვამახსოვრა თავი, როგორებიცაა თომას ედისონი, ნიკოლა ტესლა, მარი კიური, მარტინ კუპერი და სხვა. მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიკოლა ტესლა, რომლის გამოგონებების დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ელექტროენერგია ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასთვის, განათებულიყო დიდი ქალაქები თუ მიყრუებული სოფლებიც კი. მსოფლიოს განვითარებაში შეტანილი ამ დიდი წვლილისთვის კი ხალხი ტესლას მოიხსენიებდა კაცად, რომელმაც გამოიგონა XX საუკუნე.


ალბათ კარგად ხვდებით, სხვა მრავალი მაგალითის მოყვანის გარეშეც, რომ ინოვაციები საყოველთაო კეთილდღეობისა და განვითარების დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ, ინოვაციური იდეების ხელშეწყობასა და განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსთვის.


ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების განვითარებასა და მხარდაჭერას. ამ მხრივ ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი. მეტიც, მის შემადგენლობაში შედის საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ISO/TC 279 კომიტეტი, რომელიც შეიქმნა 2013 წელს და მას შემდეგ მრავალი საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილის შესრულეას, როგორიცაა მეორე მიზანი: ნულოვანი შიმშილი, მესამე მიზანი: ჯამრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მეცხრე მიზანი: მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, მეთორმეტე მიზანი: მდგრადი მოხმარება და წარმოება და ა.შ. კომიტეტს ონლაინ შეხვედრების დახმარებით არც პანდემიის დროს შეუჩერებია აქტიური მუშაობა და ამჟამად 5 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს, რომლებიც მომავალი ინოვაციური იდეების განვითარებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page