top of page

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ახალი საერთაშორისო სტანდარტი

XXI საუკუნე გამორჩეულია პროგრესის მაღალი ტემპით, ინოვაციებით, ახალი გამოგონებებით და სამეცნიერო მიღწევებით. მწვავე კონკურენციის პირობებში თითოული ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია იფირქრონ ახალ იდეებზე და ბაზარს შესთავაზონ ინოვაციური პროდუქტები თუ მომსახურება, რომლებიც დაიმსახურებენ მომხმარებელთა ინტერესს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია აუცილებლად დაკარგავს საბაზრო წილს და აღმოჩნდება გაკოტრების საფრთხის წინაშე. თუმცა, თუ ჯეროვნად არ იქნება ინტელექტუალური საკუთრება დაცული, ახალი ინოვაციების თუ გამოგონებების შექმნის მოტივაცია აღარავის ექნება, რადგან ნებისმიერს შეეძლება მოიპაროს იდეები და თავად განახორციელონ. ახალი გამოგონებებისა თუ მიღწევების გარეშე კი კაცობრიობა ძალიან ბევრ შესაძლებლობას დაკარგავს. მეტიც, დიდი ალბათობით ვეღარც იპოვნის განვითარებისკენ მიმავალ გზებს.

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც არ არსებობდნენ ისეთი გამომგონებლები და ინოვატორები, როგორებიც იყვნენ თომას ედისონი, ნიკოლა ტესლა, იოჰან გუტენბერგი, ჰენრი ფორდი და მრავალი სხვა. ცხადია, ამ ადამიანებს არ ექნებოდათ არავითარი მოტივაცია შეექმნათ ახალი გამოგონებები, თუ ეცოდინებოდათ, რომ მათ გამოგონებებს სხვა მოიპარავდა, მათი ინტელექტუალური საკუთრება არ იქნება შესაბამისად დაცული. ყოველივე აქედან გამომდინარე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სამყაროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.


სწორედ ინოვაციების უდიდესი მნიშვნელობის გამო სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები, რომელთა მიზანი ინოვაციების მხარდაჭერა და წახალისებაა. სწორედ ასეთ სტანდარტებს მიეკუთვნება ISO 56000 ოჯახი. სტანდარტების სერიაზე მუშაობდა ISO/TS 279 კომიტეტი, რომლის მიზანიც ისეთი საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა, რომელიც ინოვაციურ იდეებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულმა კომიტეტმა უკვე შეიმუშავა სამი სტანდარტი: ISO 56002:2019 ინოვაციური მენეჯმენტის სისტემების სახელმძღვანელო, ISO 56003:2019 ინოვაციური პარტნიორობის მეთოდები და საშუალებები და ISO/TR 56004:2019 ინოვაციური მენეჯმენტის შეფასება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარდა ამ სტანდარტებისა კომიტეტი კიდევ 5 ახალ ISO სტანდარტზე მუშაობს.


ISO 56000 სერიის სტანდარტებიდან გამოსარჩევია ახალი ISO 56005:2020 სტანდარტი, რომელიც ორიენტირებულია ინტელექტრუალური დაცვაზე და მოიცავს ისეთ მითითებებსა თუ სტრატეგიებს, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციებს დაიცვან საკუთარი ინეტლექტუალური საკუთრება და კიდევ უფრო განავითარონ ახალი იდეები. სტანდარტი ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკურების დაცვის მენეჯმენტის ინსტრუმენტებს, რისკების მენეჯმენტს და ა.შ.

*სურათზე: ნიკოლა ტესლა კითხულობს წიგნს საკუთარ ლაბორატორიაში, სადაც უამრავი ინოვაციური პროდუქტი შექმნა



ISO 56000 სერიის სტანდარტები შეიმუშავა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/TC 279 კომიტეტმა, რომელსაც არსებობის განმავლობაში შემუშავებული აქვს 5 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 5 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

84 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page