top of page

კილოგრამის განსაზღვრება შეიცვალა

მეცნიერებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი კილოგრამის ეტალონის ცვლილებას.

 

პარიზში დაცული პლატინისა და ირიდიუმის შენადნობით დამზადებული ცილინდრი, რომელსაც Le Grand K-ს უწოდებენ, ამიერიდან კილოგრამის ზუსტი განსაზღვრებისთვის აღარ გამოდგება.

წონისა და ზომის ერთეულების გენერალურ კონფერენციაზე შეკრებილმა მეცნიერებმა მხარი დაუჭირეს ახალ საზომს, რომელიც წონის ამ ერთეულს ელექტრული დენის საშუალებით განსაზღვრავს.

ვერსალის სასახლეში გამართულ კონფერენციაზე მეცნიერები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან შეიკრიბნენ.

გარდა კილოგრამისა, ამ ცვლილების შედეგად ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) ასევე შეიცვლება სამი სხვა საზომი ერთეული — ამპერი, კელვინი და მოლი.

ცვლილებებს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ წონისა და ზომის ერთეულების დარგში ეს ფაქტი ნამდვილი რევოლუციაა.

მეცნიერთა განცხადებით, ცვლილება უაღრესად მნიშვნელოვანია და საფუძველს დაუდებს მეცნიერების უფრო ზუსტ და სტაბილურ ეტაპს.


აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2019 წლის მაისიდან, ყველა ერთეული, რომლებსაც სხვა დანარჩენი საზომები ეფუძნება, მათ შორის მეტრი, წამი და კანდელა - დაეყრდნობა ბუნების მუდმივებს.

კილოგრამის ეტალონს (Le Grand K) და მის ექვს ოფიციალურ ასლს წონის განმსაზღვრელი საერთაშორისო სისტემა 1889 წლიდან ეყრდნობოდა.

ამიერიდან, ეს ყველაფერი დაეფუძნება პლანკის მუდმივას - მნიშვნელობას, რომელიც წონას ელექტროდენს უკავშირებს და მრავალი უპირატესობა აქვს ამჟამად გამოყენებად არქაულ მეთოდთან შედარებით.


ამჟამინდელი მეტალის ცილინდრისგან განსხვავებით, ეს მუდმივა არც თანდათან დაიშლება და არც მტვრის ნაწილაკებს მიიკრავს.

გარდა ამისა, ახალი სისტემა უკეთესი იქნება ძალიან მცირე და ძალიან დიდი მასების ასაწონად.

კილოგრამის ამჟამინდელი ეტალონი მეტალის ცილინდრი სპეციალურ სეიფში საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოათავსეს. მას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იღებდნენ, რათა სიზუსტის შესამოწმებლად, სხვა ქვეყნებში დაცული მისი ასლებისთვის შეედარებინათ.

ამიერიდან, წონის სისტემის სიზუსტის შესამოწმებლად, არც ერთ ქვეყანას აღარ დასჭირდება თავიანთ ეტალონების საფრანგეთში გაგზავნა.

 

ISO Consulting - Professionals for professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page