top of page

კოსმოსის მსოფლიო კვირეული და საერთაშორისო სტანდარტები

კოსმოსს ადამიანი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იკვლევდა. ასტრონომია კარგად იყო განვითარებული ძველ ეგვიპტესა და ინკების იმპერიაში, რომლებსაც შემუშავებული ჰქონდათ უზუსტესი მზისა და მთვარის კალენდარი. 1609 წელს გალილეო გალილეი, რომელსაც შემდგომში თანამედროვე ასტრონომიის მამაც უწოდეს, აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარი აწყობილი ჭოგრიტით ახლოდან დააკვირდა ციურ სხეულებს და უამრავი აღმოჩენა გააკეთა, როგორიცაა: სატურნის რგოლები, მზის ლაქები, ირმის ნახტომის ვარსკვლავცური სტრუქტურა, ვენერას ფაზები და სხვა.



კოსმოსის კვირეულის ასოციაცია (World Space Week Association) ყოველწიურად 4 - 10 ოქტომბრამდე აცხადებს კოსმოსის კვირეულს, რომლის მიზანიც კოსმოსის კვლევის პოპულარიზაცია და ხალხის ფართო მასების დაინტერესებაა. წლევანდელი კვირეულის თემა დედამიწის კოსმოსიდან დაკვირვება იყო.


1966 წელს NASA-ს ხომალდმა Lunar obriter 1 - მა შეძლო და პირველმა გადაუღო დედამიწას ფოტო მთვარიდან. აღნიშნული კოსმოსური ხომალდი პირველი იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუშვა მთვარის ორბიტაზე.


*დედამიწის პირველი ფოტო მთვარის ორბიტიდან.



1969 წელს კი ჩვენი პლანეტა უკვე აპოლო 11 -ის ობიექტივში მოექცა, ხოლო ეკოპაჟის წევრები, ნილ ამსტრონგი და ბაზ ოლდრინი აღმოჩნდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარის ზედაპირზე დაადგეს ფეხი.

*დედამიწა აპლოლო 11-ის ობიექტივიდან



1977 წელს კი აპოლო 17-მა გადაიღო დედამიწის ყველაზე უფრო ცნობადი ფოტო, რომელშიც ჩვენი პლანეტა ჩანდა მთლიანად, მათ შორის სამხრეთ პოლუსიც. ადრეულ მისიებში ტრაექტორიის გამო ეს ვერ ხერხდებოდა.

*დედამიწა აპოლო 17-ის ობიექტივიდან


1997 წელს Voyager 1-მა შეძლო დედამიწისთვის გადაეღო ფოტო 4 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან. ეს ყველაზე შორეული მანძილია, საიდანაც ოდესმე ჩვენი პლანეტისთვის ფოტო გადაუღიათ.


ამ ფოტოს ნახვისას ცნობილმა ამერიკელმა ასტრონომმა და მწერალმა კარლ სეიგანმა დაწერა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო ამაღელვებელი სიტყვა "მკრთალი ლურჯი წერტილი", რომელშიც შეეცადა გადმოეცა თუ რამხელაა სამყარო და რა პატარები ვართ ჩვენ მასთან შედარებით.


გაეცანით ნაწყვეტს მისი სიტყვიდან:

"კარგად დააკვირდით ამ წერტილს. ის აქ არის. ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. მასზე ყველას, ვინც გიყვარს, ვისაც იცნობ, ვის შესახებ ოდესმე გსმენია, ყოველმა ადამიანმა, რომელიც კი არსებობდა, აქ უცხოვრია. ჩვენი სიხარულისა და ტანჯვის ერთობლიობა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია, ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ჩვენი ცივილიზაციის ყოველი შემოქმედი და დამანგრეველი, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, იმედიანი ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, ყოველი მორალის მქადაგებელი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი „სუპერვარსკვლავი“, ყოველი „ზელიდერი“, ყოველი წმინდანი და ცოდვილი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა აქ — მტვრის ნაწილაკზე, რომელიც მზის სხივშია ჩაკარგული" - კარლ სეიგანი

*ჩვენი პლანეტა 4 მილიარდი კილომეტრის მანძილიდან


იმისთვის, რომ კოსმოსის შესწავლის ტემპი დაჩქარდეს, მრავალი ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი ISO/TC 20/SC 14 კომიტეტის მიერ ამ მხრივ შემუშავებულია 170 საერთაშორისო სტანდარტზე მეტი, ხოლო კომიტეტი ამჟამად 51 ახალ სტანდარტზე მუშაობს.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals




249 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page