top of page

მზის ენერგია და საერთაშორისო სტანდარტები

განახლებადი ენერგიის ცნება წლიდან წლამდე უფრო აქტუალური ხდება. ამას თავისი მიზეზები აქვს: პირველ რიგში გამოსაყოფია ენერგომოხმარების ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ა.შ. ყოველივე ეს კი ყოველწლიურად მოითხოვს უზარმაზარი ოდენობის ენერგიას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დედამიწის ბუნებრივი წიაღისეული (ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ა.შ.) ამოწურვადია და ერთ დღესაც აუცილებლად ამოიწურება, რაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს განახლებადი ენერგიის მნიშვნელობას, რადგან უკვე შორს აღარ არის ისეთი რეალობა, რომელშიც მთლიანად დამოკიდებულნი გავხდებით განახლებად ენერგიაზე.

მზის ენერგია

საბჭოთა ასტროფიზიკოსს ნიკოლაი კარდაშევს მიაჩნდა, რომ კაცობრიობის განვითარება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო ენერგიის მოხმარების მაჩვენებლთან. ანუ, რაც უფრო განვითარებულია ცივილიზაცია, მით მეტი ენერგია სჭირდება მას. მეცნიერმა ამისთვის შკალაც შექმნა, რომელსაც ამჟამად კარდაშიევის შკალის სახელით ვიცნობთ და მისი დამხარებით შესაძლებელია ენერგიის მოხმარების დონის მიხედვით განვსაზღვროთ განვითარების რა სტადიაზე იმყოფება ცივილიზაცია. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტი დრო გავა და მსოფლიოც განვითარდება, გაცილებით მეტი ენერგია დაგვჭირდება, ვიდრე მაგალითად ახლა და ამ პროცესმა უკვე შეუქცევადი სახე მიიღო.


ყოველივე აქედან გამომდინარე, ერთი რამ ცხადია: მსოფლიოს სჭირდება ენერგიის ისეთი წყარო, რომელიც არ იქნება ამოწურვადი და მისი ათვისება მარტივად იქნება შესაძლებელი. ასეთი ენერგიის წყაროს ერთ-ერთი ვარიანტი მზეა, რომელიც უხვად ასხივებს დიდი ოდენობით ენერგიას დედამიწის ზედაპირზე. ამავდროულად, მზე განეკუთვნება საშუალო ზომის ვარსკვლავთა კატეგორიას, რომელიც სიცოცხლის ხანგძლივობა 10 მილიარდ წლამდეა. თუ გავითვალისწინებთ მეცნიერულ გათვლებს მზის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მზე კიდევ რამდნიმე მილიარდი წელი იცოცხლებს და უხვად მოგვამარებს სითბოთი და ენერგიით. თუმცა, საიტენერესოა მაინც როგორ უნდა ავითვისოთ ეს ენერგია ეფექტურად?


მზის ენერგიის ათვისების ბევრნაირი მეთოდი არსებობს, ზოგიც საკმაოდ რეალური, ხოლო ზოგიც მხოლოდ თეორიული და ეგზოტიკურია. მაგალითად, ეგზოტიკურ თეორიებს შორისაა დაისონის სფერო - უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელსაც შეეძლება მზის ენერგიის დიდი ნაწილი აითვისოს. ის გარსს უნდა შემოერტყას ვარსკვლავს და გამოსხივებული ენერგიის დიდი ნაწილი მთლიანად შთანთქას. კარდაშევის შკალის მიხედვით, ამხელა მასშტაბის პროექტის განხორციელება მეორე დონის ცივილიზაციას თავისუფლად უნდა შეეძლოს. ასეა თუ ისე, ასეთი დონის განვითარებასთან კაცობრიობა ჯერ ძალიან შორსაა და კარდაშევის შკალაზეც არ მიგვიღწევია პირველი დონის ცივილიზაციამდეც კი - ჯერ ძალიან პატარები ვართ, თუმცა წინ ჯერ ბევრი საქმეა, კაცობრიობა ხომ მხოლოდ ახლა იწყებს საკუთარი მომავალის იმპერიის შენებას.


შორეული მომავლიდან თუ დღევანდელ რეალობაში დავბრუნდებით მარტივად აღმოვაჩენთ, რომ უკვე არსებობს მზის ენერგიის ათვისების მრავალგვარი საშუალება და ამ მხრივ კაცობრიობა საკმაოდ განვითარდა. უკვე არსებობს უზარმაზარი მზის მრავალი ელექტროსადგური, რომლებიც გადაჭიმულია ასეულობით ჰექტარზე და გამოიმუშავებს უზარმაზარი ოდენობის ენერგიას. თუმცა ეს საკმარისი არ არის, მსოფლიოს კიდევ უფრო მეტი სჭირდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მზის ელექტოსადგურების გავრცელების ზრდის ტემპს, ადვილად მივალთ იმ დასვკვნამდე, რომ მხოლოდ დროის ამბავია, თუ როდის გახდება მსოფლიო ენერგოდამოუკიდებელი დედამიწის ბუნებრივი წიაღისეულისგან და როდის გადავა მწვანე ენერგიაზე.

მზის ელექტროსადგური

*სურათზე: მზის ელექტროსადგური (ფოტო:pexels.com)


როგორც უკვე ვახსენეთ, განახლებადი ენერგიის ცნება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. განვითარებული ქვეყნები მიისწრაფვიან რაც შეიძლება მალე გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რითიც არამხოლოდ გაუფრთხილდებიან პლანეტის ეკოლოგიას, არამედ ექნებათ ენერგიის სტაბილური და რაც მთავარია ამოუწურავი წყარო. მიუხედავად ყველაფრისა, მზის ენერგიის მოპოვებას თან ახლავს თავისი სირთულეებიც. პირველ რიგში გამოსაყოფია ის, რომ ასეთი სადგურების აშენება ნებისმიერ ლოკაციაზე შეუძლებელია, რადგან საჭიროა ისეთი ადგილი, სადაც წლის განმავლობაში უმეტესი დღეები მზიანია. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მზის პანელები იფარება მტვრით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ ეფექტურობას. ასევე, ასეთ სადგურებს დიდ საფრთხეს უქმნის ბუნერივი კატაკლიზმები: მაგალითად, ძლიერი ყინვა, ქარიშხალი, ძლიერი წვიმა და ა.შ. ასევე, პანელები გარკვეული დროის შემდეგ ხდება გამოუსადეგარი და საჭიროებს გამოცვლას ან შეკეთებას, რაც მოითხოვს დამატებითი ხარჯების გაწევას. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, ამერიკის ქალაქ ტეხასში ჩვეულებრივზე გაცილებით ცივი ზამთარი იყო, ზოგიერთმა ადგილობრივმა პირველად იხილა თოვლი, ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარის დონემ რეკორდულ ნიშნულამდეც კი მიაღწია. ეს ყველაფერი კი ხდებოდა მზიან და თბილ ტეხასში, რომელსაც მთელი მსოფლიო აშშ-ს ენერგეტიკულ დედაქალაქად იცნობს და ელექტროენერგიის დიდ ნაწილის ქალაქი მზის ელექტროსადგურებიდან იღებს. ძლიერმა თოვლმა მზის პანელები მთლიანად დაფარა, რის გამოც ქალაქს რამდენიმე დღის განმავლობაში შუწყდა ელქტროენერგია და მილიონობით ადამიანი ზამთრის ცივ ამინდში გათბობის გარეშე დარჩა. ასე რომ, სანამ მზის სადგურის შენებას დავიწყებთ, აუცილებელია ყველანაირი რისკი წინასწარ გავთვალოთ და მოვამზადოთ განსაკუთრებულ სიტუაციებში მოქმედების სპეციალური გეგმა.


საბოლოო ჯამში, განახლებად ენერგიას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კაცობრიობის ენერგო განვითარების მომავალი. მის მნიშვნელობას კიდევ უფრო უკეთ გავაცნობიერებთ რამდენიმე ათეული წლის შემდგომ, როდესაც პლანეტის ბუნებრივი წიაღისეული მნიშვნელოვნად შემცირდება და კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე, მათ შორის მზის ენერგიაზე. ხოლო იმისთვის, რომ ასეთ მომავალს მომზადებულები შევხდეთ და განახლებადი ენერგიაც კიდევ უფრო ეფექტურად ავითვისოთ და გამოვიყენოთ, უკვე მუშაობს მრავალი ორგანიზაცია, მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომლის შემადგენლობაში შედის ISO/TC 180 კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტის სამუშაო სფერო მზის ენერგიაა და ამ მხრივ შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი, რომელთა მიზანია მზის ენერგიის ათვისება და მისი ეფქტურად გამოყენება. კომიტეტი ამჟამად 6 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს, რომელთა მიზანი მზის ენერგიის ათვისების ეფექტურობის გაზრდა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების განვითარება უნდა იყოს ამ სფეროში. აღნიშნული კომიტეტი დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტების მიერ, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმის დონე.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონსულტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.


დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია



კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page