top of page

მომავლის ჭკვიანი ქალაქები

მსოფლიო მოსახლეობა განუწყვეტლივ იზრდება, იზრდება ქალაქების ზომა და რაოდენობა. უამრავი ადამიანი ტოვებს სოფელს და საცხოვრებლად გადადის ქალაქში. შესაბამისად იზრდება მსოფლიოში ურბანიზაციის დონეც, რაც უამრავ გამოწვევას უქმნის მსოფლიოს და თუ ამ გამოწვევებს კაცობრიობამ სათანადოდ არ უპასუხა, შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. ცხადია, დღევანდელი მოცემულობა, რომელიც საკუთარ თავში მოსახლეობის ზრდის ბუმს მოიცავს, საჭიროებს ქალაქების განვითარების ახალ კონცეფციას, დაგეგმარების ახალ სტილს, რესურსების ეფექტურად გამოყენებას, გარემოზე ზრუნვას და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში კოლაფსი გარდაუვალია. ასე რომ, საინტერესოა, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქები? იქნებიან კი ის უკეთესები საცხოვრებლად?

ჭკვიანი ქალაქი

მომავლის ქალაქების წარმოდგენისას შესაძლოა გონებაში ამოგვიტივდეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ჰოლივუდური ფილმები, რომლებშიც არსებული ქალაქები სავსეა მფრინავი მანქანებით, უზარმაზარი ცათამბჯენებით, ნეონის განათებებით, ფუტურისრული არქიტექტურით, ადამიანებით, რომლებიც იტანჯებიან გამოუთქმელი სიმარტოვის გრძნობით, დაკარგული აქვთ საკუთარი "მეს" ძიების ინსტიქტი და დუნედ მიყვებიან გამეფებულ ცხოვრების წესს, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ჩვენში შეიძლება იწვევდეს მომავლისადმი გაუცხოვებას ან შიშს. საინტერესოა, მომავლის ქალაქები მართლაც ასეთი "საშიში" იქნება?

საბედნიეროდ მომავლის ქალაქების "ჰოლივუდური" კონცეფცია მხოლოდ ტელეეკრანებზე არსებობს და დღევანდელ რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან მსოფლიოში უკვე არსებობს ისეთი დასახლებები, რომლებსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჭკვიანი ქალაქები, მაგალითად გრენობლი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის ალპებში და მრავალჯერ შეძლო მსოფლიოს გაოცება. ქალაქი უკვე დიდი ხანია მდგრადი განვითარების მზას ადგას და დროის ამ განმავლობაში უკვე დაინერგა მწვანე არქტიტექტურა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარება, რადგან ასეთი ტიპის შენობები ისეეა დაპროექტებული, რომ ინარჩუნებს სითბოს ზამთარში, ხოლო ზაფხულში სიგრილეს. ასევე გრენობლში დაინერგა ISO 37101 სტანდარტი, რომელიც ეხმარება ქალაქს მდგრად განვითარებაში. ასევე, ალპების პატარა ქალაქი უკვე დიდი ხანია ატარებს ჭკვიანი ქალაქის სტატუსს (smart city) რაც გულისხმობს იმას, რომ ქალაქი უნდა იყოს რაც შეიძლება მოსახერხებელი საცხოვრებლად. მაგალითად: ქალაქის ინფრასტრუქტურა მოერგოს შშმ პირებს, მოხდეს რესურსების შედეგიანად გამოყენება, თავიდან ავირიდოთ საცობები და ჰაერის დაბინძურება, არსებობდეს ქალაქში მწვანე ზონები, დაინერგოს "ჭკვიანი" კამერებისა თუ შუქნიშნების სისტემა და ა.შ

ქალაქი გრენობლი

*ქალაქი გრენობლი

ჭკვიანი ქალაქების კონცეფციის კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, რადგან პრაქტიკულად კაცობრიობის მომავალი დიდწილად სწორედ რომ კარგად დაგეგმარებულ დასახლებებზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი მიჩიუ კაკუ ამბობს, მომავალი 100 წელი განსაზღვრავს იმას, განვითარდება კაცობრიობა და მიაღწევს არნახულ სიმსაღლეებს, თუ განადგურდება და აღიგავება პირისაგან მიწისა.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის ერთობლივი მუშაობით 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ახალი საერთაშორისო ISO/IEC 30145-3:2020 სტანდარტი, რომელიც დაეხმარება ქალაქებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით გაზარდონ მაცხოვრებელთა ცხოვრების დონე, ქალაქი გახდეს კიდევ უფრო "ჭკვიანი", დაინერგოს "ჭკვიანი" კამერებისა თუ შუქნიშნების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს ტრანსპორტის მიერ მავნე აირების ემისია, ქალაქი განიტვირთოს საცობებისგან და ა.შ.

აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/IEC JTC 1 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში მონაწილეობა აქვს მიღებული 3246 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში, ხოლო ამჟამად მუშაობს 591 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


350 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page