top of page

მოცვის მწარმოებელი ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

2023 წელი ქართველი მოცვის მწარმოებლებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2300 ტონაზე მეტი მოცვი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 14.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 3.9-ჯერ აღემატება.


ISO Consulting-ი პროფესიონალთა გუნდი წლების განმავლობაში აქტიურად ეხმარებოდა მოცვის მწარმოებლებს GlobalG.A.P. მოთხოვნების შესრულებასა და სერტიფიცირებაში, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს წარმატებით გაიტანონ საკუთარი ნაწარმი ევროკავშირის და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე, განავითარონ წარმოება და დაასაქმონ უფრო მეტი ადამიანი

მოცვის მწარმოებელი ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო ბაზარზე

რაც შეეხება გამოწვევებს, მოცვის ექსპორტის 94% რუსეთის ფედერაციაზე მოდის (2207.1 ტონა), ხოლო დანარჩენი 6 % ნაწილდება ევროკავშირის ქვეყნებზე, გაერთიანებულ საამიროებზე, ქუვეითზე, კატარზე და სომხეთზე. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დამოკიდებულება და საექსპორტო არხების დივესრიფიკაციის თითქმის არარსებობა მოცვის მწარმოებელთა ბაზრისთვის საკმაოდ დიდ რისკებს წარმოშობს.


მიუხედავად ამისა, მზარდია ევროკავშირის და არაბეთის ნახევარკუნძულის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა. ადგილობრივ წამყვან სუპერმარკეტებში უკვე გამოჩნდა ქართული წარმოების მოცვი. ამავე დროს, ევროპულ ლაბორატორიებში შემოწმებისას ქართულმა მოცვმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რაც სექტორის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page