top of page

მცირე ბიზნესი და კოვიდ 19-ის პანდემია

კორონავირუსის პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი მძიმე დასაძლევი აღმოჩნდა მრავალი კომპანიისთვის. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა გასული წელი მცირე ბიზნესისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ ისეთი ფინანსური რესურსები, როგორიც მაგალითად მსხვილ ბიზნესებს. არადა მცირე ბიზნესი მსოფლიო ეკონომიკაში უდიდეს როლს თამაშობს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით დაქირავებულ დასაქმებულთა დაახლოებით 70% ასეთი ტიპის ორგანიზაციებში მუშაობს. ეს კი ნიშნავს მილიონობით ადამიანის შემოსავლის წყაროს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მცირე ბიზნესს გააჩნდეს ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით წარმატებით დაძლევს კოვიდ პანდემიის გამო წარმოქმნილ ეკონომიკურ კრიზისს და წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას.


როგორც უკვე ავღნიშნეთ, მცირე ბიზნესი მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. მეტიც, 2020 წლის მონაცემებით მსოფლიოში არსებული კომერციული ორგანიზაციების 99.9% მოდის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე. სწორედ ამიტომ, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც მცირე ბიზნესს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კორონავირუსის პანდემიის ფონზე გამოიწვეულ ეკონომიკური კრიზისის დამარცხების გზაზე. ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO/PAS 45005, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს იმუშაონ პანდემიის პირობებში იმდაგვარად, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ISO/PAS 45005 სახელმძღვანელო სრულ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციასთან, განურჩევლად მათი საქმიანობის პროფილისა თუ ზომისა. ასევე, სახელმძღვანელო შესაბამისობაში მოდის ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც:

  • ფუნქციონირებენ პანდემიის პირობებში;

  • სურთ გაანახლონ მუშაობა მთლიანი ან ნაწილობრივი დახურვის შემდეგ;

  • ახლად შექმნილი შექმნილი კომპანიაა და გეგმავს ბაზარზე პირველად გასვლას.


ISO/PAS 45005 სახელმძღავნელო შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 283 კომიტეტის მიერ, რომელიც დაარსდა 2013 წელს და არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 2 საერთაშორისო სტანდარტი და ამჯამად 2 ახალ სტანდარტზე მუშაობს.


გარდა პანდემიის დროს უსაფრთხოდ მუშაობისა, ISO-მ ასევე შეიმუშავა ახალი ISO/PAS 5643 სტანდარტი, რომელიც ეხმარება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ნებისმიერ ორგანიზაციას პანდემიის პირობებში იმუშაონ გაცილებით უფრო ეფექტურად. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის სწრაფი ტემპის გამო ნელ-ნელა ტურიზმის სფერო გამოდის კრიზისიდან და უბრუნდება პანდემიამდელ პერიოდს, მსოფლიო ჯერ კიდევ სწავლობს როგორ იცხოვროს პანდემიასთან ერთად. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული სტანდარტი, რომელიც ახალ შესაძლებლობას სთავაზობს ტურიზმის ბიზნესს და საშუალებას აძლევს კორონავირუსის გავრცელების დროსაც კი შეინარჩუნონ ეფექტურობა.


ISO/PAS 5643 სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისოდ აღირებული ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 228 კომიტეტის მიერ, რომელიც მუშაობს ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიმართყლებით. კომიტეტი შეიქმნა 2005 წელს და არსებობის ისტორიაში შეიმუშავა 37 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 12 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page