top of page

პირველი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე ვრცელდ

გუშინ, პირველ სექტემბერს, ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე ვრცელდება. ამიერიდან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას ეკისრება.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები თავად შეასრულოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამისი აკრედიტირებული პროგრამა აქვს გავლილი. თუ დამსაქმებელის კომპანიაში 20-დან 100-მდე თანამშრომელი მუშაობს, მაშინ ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. თუ დასაქმებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლკებ 2 შრომის უსაფრთხოების პსეციალისტით.

ISO 45001:2018 - შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება

ISO 45001:2018 მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენასა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემებში, რომელიც შემუშავებულია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის გამოსაყენებლად, მიუხედავად მისი ზომისა, მრეწველობის დარგისა თუ ადგილმდებარეობისა.

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page