top of page

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

2019 წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. უახლესი მონაცემებით კი მსოფლიო მასშტაბით 30 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ამავე დროს, პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში გადაიდო თითქმის ყველა სახის სპორტული თუ კულტურული ღონისძიება, ქვეყნების უმეტესობამ ჩაკეტა საზღვრები, გამოაცხადა კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ. ასევე, დიდი დარტყმა უკვე მიადგა მსოფლიო ეკონომიკას: თითქმის ყველა ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ რეცესიას, მსოფლიო მასშტაბით იზრდება უმუშევრობა და იმატებს სიღარიბის მაჩვენებელი . როგორ უნდა დააღწიოს მსოფლიომ თავი პანდემიას? ან როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

რა არის კორონავირუსი?

ვირუსს სახელი ეწოდა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს ჰგავს. ვირუსი ვრცელდება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში და იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გრიპის სეზონებზე, მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად ვრცელდება კორონავირუსის სულ მცირე 4 ტიპი, რომლებიც იწვევენ მსუბუქ სიმპოტემს, როგორიცაა გაციება და ა.შ. ასე რომ, თითქმის ყველა ადამიანი შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმეც კი დაავადებულა კორონავირუსის სხვადასხვა ტიპით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ვირუსის სხვადასხვა ტიპი მრავალჯერ გავრცელებულა მსოფლიოში. მაგალითად 2003 წელს ჩინეთში, რომლის დროსაც 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ხოლო 700-ზე მეტი დაიღუპა 2012 წელს საუდის არაბეთშიც გავრცელდა კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, იგივე MERS-ი უწოდეს. რაც შეეხება ახალ ვირუსს, რომელიც წინამორბედებზე გაცილებით საშიშია SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი COVID-19.

* ვირუსს სახელი ეწოდა ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტების გამო, რომლებიც გვირგვინს ჰგავს

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირი დაბანაა, რადგან ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ეხება მრავალ ზედაპირს, რომელზეც შესაძლოა იყოს აღნიშნული ვირუსი.ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ხელების სწორი დაბანვა. ასევე, მოარიდეთ ხელით სახეზე შეხებას, განსაკუთრებით, თვალების, ცხვირის და პირის ღრუს მიდამოებში. დაიცავით სულ მცირე 1.8 მეტრიანი დისტანცია ნებისმიერ ადამიანთან, რადგან ვირუსი ვრცელდება რესპირატორული წვეთების მეშვეობით, რომელიც გამოიყოფა ხველების, ცემინების ან ლაპარაკის დროს. რაც შეეხება პირბადეს, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, პირბადეები ვირუსისგან თავის დასაცავად ეფექტური საშუალებაა, რადგან პირბადის ტარების შემთხვევაში დაინფიცირების ალბათობა მნიშვნელოვნად იკლებს. ასევე, თუ 2 ადამიანი ისაუბრებს პირბადით და დაიცავს სოციალურ დისტანციას, დაინფიცირების შესაძლებლობა თითქმის გამოირიცხება. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, ვერიდოთ ხალხმრავლობას და რიტუალურ ღონისძიებებს, როგორიცაა მაგალითად ქორწილი ან ქელეხი.

*ხელის სწორად დაბანის წესი

მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტსა და ვაქცინაზე 24 საათიანი მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სანამ ეს პროცესი დასრულდება მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვირუსს ეფექტურად ვებრძოლოთ და მისი გავრცელება შეძლებისდაგვარად შევაკაოთ. დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი 2021 წლის დასაწყისისთვის უკვე მზად იქნება და ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოთმინებით დაველოდოთ მეცნიერებს.

*კორონავირუსის გავრცელების ვიზუალიზაცია, სოციალური დისტანციისა და 2 ჯერ ნაკლები კონტაქტების დროს.

ISO Consulting-ის გუნდი გისურვებთ ჯამრთელობას !

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Tags:

762 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page