top of page

სინგაპური და საერთაშორისო სტანდარტები

სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოა, რომელმაც შეძლო მსოფლიო გაეოცებინა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, განვითარებით და იქცა წარმატების მაგალითად მრავალი ქვეყნისთვის. სინგაპური კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიაში, მისი ფართობი ოდნავ მეტია ვიდრე თბილისის, ხოლო მოსახლეობა აჭარბებს 5,7 მილიონ ადამიანს. ასევე, ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის მონაცემებით აჭარბებს 615 მილიარდ აშშ დოლარს. შედარებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს 13-ჯერ აღემატება. საინტერსოა როგორ მიაღწია სინგაპურმა ამხელა წარმატებას? და რა როლი მიუძღვის ამ ყველაფერში ISO სტანდარტებს?

ისტორიული მოკლე მიმოხილვა

სინგაპური ისტორიულ წყაროებში ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში გამოჩნდა. ჯერ კიდევ უძველეს დროში ქალაქში ფუნქციონირებდა პორტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ვაჭრობის განვითარებაში და აღნიშნულ პორტზე გადიოდა მრავალი სავაჭრო გზა. დროთა განმავლობაში პატარა სახელმწიფომ მრვალ ისტორიულ ქარტეხილს გაუძლო, მათ შორის ბრიტანეთისა თუ იაპონიის იმპერიის მმართველობებს. 1965 წელს სინგაპურმა საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა იმდროიდნელ რეალობასა და დამოუკიდებლობის ტვირთს ქვეყანა მძიმე ვითარებაში შეხვდა: მაღალი იყო სიღარიბის მაჩვენებელი, ასევე მაღალი იყო უმუშევრობის დონე, ხოლო ეკონომიკა იყო ძალიან სუსტი. 1966 წლიდან სინგაპურმა აირჩია მკაფიო გზა, რომელიც გულისხმობდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მსოფლიო სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბებას. ამისთვის ქვეყანამ გრძელი გზა განვლო: აღმოფხვრა კორუფცია, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, ჩაიდო ინვესტიცია განათლებაში, მოხდა სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, საკუთრების უფლება გახდა ხელშეუხებელი, სხვადასხვა გადასახადის გაუქმებით ხელი შეუწყო ბიზნესის თავისუფლად განვითარებას, გაუქმდა სავაჭრო ბარიერები და ა.შ. აღნიშნულმა რეფორმებმა სინგაპურს არნახული წარმატება მოუტანა და მნიშვნელოვანდ გაზარდა ეკონომიკა. მაგალითად 1965 წლიდან 2000 წლამდე ქვეყანაში ჯამურად 116 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მოსახლების ცხოვრების დონე გაიზარდა რამდენიმე ათეულჯერ, რის გამოც ქვეყანამ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, პირველ მსოფლიოში არსებულ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, ხოლო საერთაშორისო გამოცემებმა კი სინგაპურს "აზიური ვეფხვი" დამსახურებულად შეარქვა.


სინგაპურის წარმატების მაგალითი სამაგალითო უნდა იყოს ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს მოკლე დროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს.


სინგაპური და სტანდარტები


სინგაპურის არნახულ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა საერთაშორისო სტანდარტებმაც, რომელთა დანერგვითაც ქვეყანაში მოქმედმა უამრავმა ორგანიზაციამ მიიღო დიდი სარგებელი. ის, რომ საერთაშორისო სტანდარტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას უკვე დიდი ხნის წინ დაადასტურა მრავალმა კვლევამ. მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოში ISO სტანდარტებმა წვლილი შეიტანეს ეკონომიკის ზრდის 28%-ში. მაგალითად, საფრანგეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ გამოკითხული სხვადასხვა საქმიანობის სფეროს ორგანიზაციებიდან 66%-მა განაცხადა, რომ სტანდარტების დახმარებით მნიშვნელოვნად გაზარდეს მოგება. მეტიც, გამოკითხული ორგანიზაციების 70%-მდე განაცხადა, რომ სტანდარტები ეხმარებიან მათ ბიზნეს საქმიანობაში. საერთაშორისო სტანდარტები საშუალებას აძლევს ქვეყნებს იმოქმედონ ერთობლივად და არა ცალ-ცალკე. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების დახმარებით, კომპანიებს, განურჩევლად საქმიანობის სფეროსა ან ზომისა, შეუძლიათ იმოქმედონ გაცილებით ეფექტურად და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები, გაიტანონ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება პერსპექტიულ ბაზრებზე და გაზარდონ მოგება.


განსაკუთებით აღსანიშნავია სტანდარტების დიდი მნიშვნელობა სინგაპურის პორტის ეფექტურად ფუნქციონირებაში. მათ შორის ერთერთია სინგაპურის ეროვნული სტანდარტი TR 48, რომელიც მოიცავს საზღვაო გემების საწვავით ეფექტურ უზრუნველყოფას ე.წ. "ბუნკერინგს" (bunkering). კვლევებით დადასტურდა, რომ აღნიშნული სტანდარტის დახმარებით შესაძლებელი გახდა ხარჯების 66% - 76%-ით შემცირება გემების ბუნკერინგის დროს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ყოველივე ეს კი სინგაპურის პორტს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას მრავალ სხვა პორტთან შედარებით.


სინგაპურის აღნიშნულ სფეროში წარმატება მხედველობიდან არ გამორჩენია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასაც, რომელმაც ახლახანს შეიმუშავა ორი ახალი საერთაშორისო ISO 21562 და ISO 22192 სტდანარტები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთივე ბენეფიტების მოტანა საზღვარო ინდუსტრიისთვის, როგორიც სინგაპურულ სტანდარტს.


ISO 21562 სტანდარტი შემუშავებულია ISO/TC 8/SC 3 კომიტეტის, ხოლო ISO 22192 სტანდარტი კი ISO/TC 28/SC 2 კომიტეტის მიერ. აღნიშნული კომიტეტები დაკომპლექტებულნი არიან დარგის ექსპერტებით და არსებობის ისტორიაში კომიტეტებმა შეიმუშავეს მრავალი საერთასორისო სტანდარტი.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

282 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page