top of page

ტრენინგი "რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის აუდიტი" დასრულდა წარმატებით

2023 წლის 24-28 ივლისს თბილისში, სასტუმრო "ეპიზოდში", ჩატარდა ტრენინგების სერია "რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის აუდიტი", რომელსაც ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური და რეგიონული ოფისებიდან შერჩეული 12 თანამშრომელი.


2023 წლის პირველი ივნისიდან HACCP-ის სტანდარტი სურსთის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო გახდა, მათ შორის ცხოველთა საკვების მწარმოებლებისთვისაც. შესაბამისად ვეტერინარ ინსპექტორებს, რომლებმაც უნდა შეამოწმონ HACCP სისტემა ცხოველთა საკვების მწარმოებელ კომპანიებში, ჩაუტარდათ სწავლება HACCP პრინციპების, გამოყენებისა და აუდიტთან დაკავშირებით.

ტრენინგების სერია დაფინანსებულია „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.

 

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.


ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორანიზაციაში, მოთხოვნის მიხედვით, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.


შეიტყვეთ მეტი ჩვენი ტრენინგების შესახებ.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page