top of page

ტურიზმი და საერთაშორისო სტანდარტები

ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2018 წლის მონაცემებით, ტურიზმის სექტორი 3.9% -ით გაიზარდა და შეადგინა 8.8 ტრილიონი აშშ დოლარი, ასევე შექმნა 319 მილიონი სამუშაო ადგილი, ანუ მსოფლიოში ყოველი მეათე დასაქმებული ტურისტულ ბიზნესზე მოდის. თუმცა, რამდენადაც შთამბეჭდავი არ უნდა იყოს ეს რიცხვები, რამდენადაც არ უნდა იზრდებოდეს ტურისტების რაოდენობა და მასთან ერთად შემომავალი ფულადი ნაკადები, ტურისტული ადგილების გადატვირთულობა ზრდის ასეთი ადგილების დაზიანების შანსს და ძირს უთხრის მდგრადი განვითარების კონცეფციას.

2019 წლის 27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნა ინდოეთის დედაქალქ ნიუ-დელიში, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკოტურიზმი, ტურიზმის მდგრადი განვითარება და ა.შ. ინდოეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პრაჰლად პატელის განცხადებით, ტურიზმი პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან. ასე რომ, ეს დარგი მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის.

ტურიზმი და საქართველო

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ტურიზმი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტად იქცა და წლიდან წლამდე მისი წვლილი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით ქვეყანას 8,7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, აქედან 4.8 მილიონი ტურისტი იყო. შემოსავალმა კი 3.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.6% -ია.

მიუხედავად რუსეთის ტურისტული ემბარგოსი, 2019 წლის 8 თვეში (იანვარი - აგვისტო) წინა წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 7.2% -ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია ფულადი ნაკადებიც. თუმცა, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მეზობელმა ქვეყნებმა შეიტანეს (თურქეთი, სომხეთი აზრებაიჯანი) სადაც ეროვნული ვალუტა (როგორც თურქული ლირა, ისე აზერბაიჯანული მანათი) მნიშვნელოვნადაა დასუსტებული. შესაბამისად, ფულადის ნაკადების ზრდამ ვერ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ლარის სიმყარეზე.

როგორ ეხმარება ტურიზმს საერთაშორისო სტანდარტები?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტურისტული ადგილების გადატვირთულობამ შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლები. ისეთი სტანარტები როგორიცაა: ISO 24802, ISO 21101, ISO 21401 და ა.შ. ხელს უწყობენ მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, ამცირებენ ტურისტული ლოკაციის განადგურების საფრთხეს და სთავაზობენ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს უფრო ეფექტურ მენეჯმენტის სისტემას.

*ტურისტული ადგილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტები არ კმარა.

აუცილებელია საზოგადოებაშიც გაიზარდოს პასუხიმგებლობის დონე


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page