top of page

ქარის ენერგია და საერთაშორისო სტანდარტები

ქარის ენერგიის გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყო. მაგალითად ძველი რომაელები და ბერძნები აქტიურად აიყენებდნენ ქარის წისქვილებს მარცვლეულის დასაფქვავად. მეტიც, პირველი ქარის წისქვილი ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ აიგო. აგრეთვე, ქარის ენერგიის გარეშე წარმოუდგენელი იყო ზღვაოსნობა. საუკუნეების განავლობაში იგებოდა ისეთი გემები, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იყვნენ ქარის ენერგიაზე. სწორედ ასეთი გემებით მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო მკვლევარები და მოგზაურები, რომლებმაც მრავალი ახალი აღმოჩენა გააკეთეს. ასევე, საზღვაო გზების გარეშე წარმოუდგენელი იყო ვაჭრობა, რაც მაშინდელი მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ქარის წისქვილები სპეციალურმა დანადგარებმა ჩაანაცვლა, გემები აღარ არიან დამოკიდებული ქარზე, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ქარის ენერგიას მაინც არ დაუკარგია აქტუალობა, რადგან მას სხვა უამრავი დანიშნულება მოვუძებნეთ.

ქარის ენერგია

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქარის ენერგიას აქტუალობა არც XXI საუკუნეში დაუკარგავს, რადგან მისი დახმარებით მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მათ შორის ერთ-ერთია ქარის ელექტროსადგურები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიმუშავონ საკმაოდ დიდი ოდენობის ელექტროენერგია და საშუალება მისცენ მრავალ ქვეყანას შეამცირონ ეკოლოგიაზე მავნე ზემოქმედების ხარისხი. მეტიც, წამყვანი სახელმწიფოები ცდილობენ უარი თქვან ბირთულ რეაქტორებზე, თბოსადგურებზე და ელექტროენერგიის გამომუშავების სხვა საშუალებებზე, რომლებიც აუარყოფითად მოქმედებენ გარემოზე და გადაერთონ მწვანე ენერგიაზე. ამავე დროს დედამიწის ბუნებრივი წიაღისეული ხომ ამუწურვადია, ხოლო მწვანე ენერგია ამოუწურავი, რაც ამ უკანასკნელს დიდ უპირატესობას ანიჭებს.


ქარის ენერგიის ათვისების ხელსაყრელი პირობები არსებობს საქართველოშიც, რისი დასტურიცაა ქალაქ გორთან მდებარე ქართლის ქარის ელექტროსადგური, რომელიც უკვე 2 წელიწადზე მეტია ოპერირებს და მისი გამომუშავებული ენერგია საკმარისია 20-იდან 25 ათასამდე ოჯახის მოსამარაგებლად. პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის დონორობით. პროექტის სანვესტიციო ღირებულება კი 26.4 მილიონი ევრო იყო.


ქართლის ქარის ელექტროსადგური

*ფოტოზე: ქართლის ქარის ელექტროსადგური (ფოტო: reginfo.ge)


მიუხედავად ქარის ელექტროსადგურების დიდი პოტენციალისა და სიკეთეებისა, მაინც არსებობს უარყოფითი გარემოებები და სირთულეები. მაგალითად, შეუძლებელია ასეთი ტიპის სადგურების აშენება ნებისმიერ ლოკაციაზე. ამისთვის საჭიროა წინასწარ საფუძვლიანი კვლევების ჩატარება. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც აუცილებელი ხდება სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივის გაჩეხვა, რათა სადგურის ეფექტურობა გაიზარდოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქარის სადგურის მიერ მოტანილი დადებითი ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს მის უარყოფით შესაძლო შედეგებს და ამიტომაც მსოფლიოს მასშტაბით ქარის ენერგიის აქტუალობა სულ უფრო და უფრო იზრდება.


იმისთვის, რომ მსოფლიომ წარმატებით მოახერხოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა, ამ ენერგიის ეფექტურად ათვისება და წარმატებით გაუმკლავდეს ენერგიაზე ყოველწლიურად ზრდად მოთხოვნას, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და ერთობლივი ძალისხმევა. სწორედ ასეთ ორგანიზაციებს შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც ამ მხრივ მრავალი სტანდარტი აქვს შემუშავებული. ასევე, ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის, სხვადასხვა ტექნიკური კომიტეტი, რომელიც მუშაობს ქარის ენერგიის მიმართულებით. მათ შემუშავებული აქვთ საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია ქარის ტურბინებთან, უსაფრთხოების წესებთან და ა.შ. აღნიშნულ სტანდარტებს დარგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.


ქარის ენერგია მომავლის ენერგიაა, რომელსაც შეეძლება მომავალში, როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდება დედამიწის ბუნებრივი წიაღისეული, დააკმაყოფილოს ენერგიაზე მოთხოვნის გარკვეული ნაწილი და მსოფლიო არ აღმოჩნდეს ენერგო კრიზისის წინაშე და ეს ყველაფერი ბუნებაზე მინიმალური ზემოქმედებით.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონსულტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.


დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page