top of page

შპს „აგროლაინმა“ წარმატებით გაიარა სერტიფიცირება BRC Global Standard issue 8 მოთხოვნების შესაბამისად

2022 წლის 9-10 დეკემბერს შპს „აგროლაინმა“ კომპანია "ISO Consulting" -ის დახმარებით წარმატებით გაიარა აუდიტი სურსათის უვნებლობის სტანდარტის BRC Global Standard issue 8 მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიამ პირველად სერტიფიცირება 2021 წელს გაიარა და წარმატებით ინარჩუნებს სერტიფიცირებას უმაღლეს AA დონეზე.

შპს „აგროლაინი“ დაარსდა 2019 წელს და აწარმოებს ჩანდლერის ჯიშის კაკალს. კაკლის ბაღების ეტაპობრივი გაშენება დაიწყო 2015 წლიდან და ამჟამად კომპანია ფლობს 240 ჰექტარ კაკლის ბაღებს კახეთის რეგიონში, სოფელ ახაშენში. გარდა BRCGS-ის სტანდარტისა, კაკლის ბაღში დანერგილია პირველადი წარმოების სანიმუშო სტანდარტი Global.G.A.P – ვერსია 5.4-1-ის მიხედვით. Global.G.A.P- ის მიხედვით შპს. „აგროლაინის“ მიერ დანერგილი სისტემა ვრცელდება კაკლის პირველად წარმოებაზე ტრანსპორტირების ჩათვლით კაკლის გადამამუშავებელ საწარმომდე.

საწარმო აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით, რომელიც მოიცავს სარეცხ, საშრობ, დამხარისხებელ და შესაფუთ ხაზებს. კომპანიის შესახებ ინფორმაცია ხელმისწავდომია BRC GS ვებ-საიტზე (იხ. BRCGS Directory), რაც საერთაშორისო ცნობადობისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია.

BRCGS - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი გამიზნულია საერთაშორისო სასურსათო ჯაჭვში გამჭვირვალობის შესაქმნელად. სტანდარტის მოთხოვნებში შედის ორგანიზაციის მიერ რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, HACCP სისტემის დანერგვა, დოკუმენტირებული და შედეგიანი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, საწარმოო გარემოს სტანდარტების, პროდუქტის, პროცესების და პერსონალის კონტროლი. BRCGS სტანდარტთან შესაბამისობა ანიჭებს სურსათის მიმწოდებელს მნიშვნელოვან უპირატესობას. სტანდარტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალჯერადი აუდიტის თანმდევი გაურკვევლობა და შეფერხებები, აგრეთვე სხვადასხვა კლიენტისთვის ერთიდაიგივე ინფორმაციის დუბლირების საჭიროება.


სერტიფიკატი ადასტურებს ტექნიკურ კომპეტენტურობას და ეხმარება მწარმოებელს, ბრენდის მფლობელსა და საცალო მოვაჭრეებს შეასრულონ მათზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებები. აგრეთვე, სერტიფიკატი წარმოადგენს გარანტიას მომხმარებლისთვის მიიღოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათი.




ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ BRC-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგები, რომლებსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და BRC-ის ავტორიზებული ტრენერები.


დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page