top of page

ჯანდაცვის მენეჯმენტი: ISO 7101 - ხარისხი ჯანდაცვის სექტორში


დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რთული ამოცანის წინაშე დგანან. არსებული მოცემულობით  თითქმის შეუძლებელია მიაღწიო სრულყოფილებას პაციენტებზე ზრუნვასა და უსაფრთხოებაში. ჯანდაცვის სფერო შემდეგი გამოწვევების წინაშე დგას: განახლებული რეგულაციები, მზარდი ხარჯები, მზარდი აქცენტი პაციენტის მკურნალობის შედეგებზე. ჯანდაცვის სფეროში ჩართულ ორგანიზაციებში ხარისხის შედეგიანი მართვის აუცილებლობა არასოდეს ყოფილა ასეთი კრიტიკული.


ISO 7101 არის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პირველი სტანდარტი ჯანდაცვის სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის. მდგრადი, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, სტანდარტი აყალიბებს მოთხოვნებს სისტემური მიდგომის მიმართ.

 


 

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექვსი ყველაზე დიდი გამოწვევა


მომსახურების ღირებულების ზრდა: ჯანდაცვის სექტრში მუდმივად მზარდი ფასები დიდი გამოწვევაა. პაციენტების ხარისხიანი მოვლის საჭიროების დაბალანსება გადახარჯვის გარეშე არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ჯანდაცვის ადმინისტრირებაში, სადაც მენეჯერებმა უნდა მოძებნონ გზები, რათა ეფექტურად გამოიყენონ რესურსები ხარისხიანი მომსახურების მისაწოდებლად. ამის მიღწევა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკურნალობისა და ტექნოლოგიების ხარჯები კვლავ იზრდება.


მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა: რეგიონულ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის რეგულაციების კომპლექსური მოთხოვნების დაცვა შეიძლება თავბრუსდამხვევიც იყოს. რეგულაციების დაცვა და მათთან შესაბამისობა გადამწყვეტია ჯარიმების თავიდან ასაცილებლად და ეთიკური პრაქტიკის უზრუნველსაყოფად.

 

პაციენტის კმაყოფილება: პაციენტების მაღალი კმაყოფილება ხშირად მიუთითებს ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურებაზე. პაციენტი კმაყოფილია თუ მიიღო სათანადო და ეფექტური მკურნალობა, რაც დადებითად აისახება მის ჯამრთელობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვან საკითხად რჩება ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობა გეოგრაფიული მდებარეობის, შემოსავლებისა და სადაზღვევო დაფარვის მიხედვით.

 

სამედიცინო პერსონალის დეფიციტი: ჯანდაცვის სისტემაში მუდამ უწევთ ბრძოლა აიყვანონ და შეინარჩუნონ პერსონალი მზარდ, კონკურენტუნარიან შრომის ბაზრზე. სამედიცინო პერსონალი ასევე სულ უფრო მეტად ზრუნავს პირად უსაფრთხოებაზე, რაც მათთვის მთავარი პრიორიტეტია ამ სექტორში მუშაობის გასაგრძელებლად. ანაზღაურების გარდა, მთავარი პროფესიული სტრესი მოიცავს პაციენტებისა და ვიზიტორების არასტაბილურ ქცევას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.


ტექნოლოგიების შემოღება: ჯანდაცვის სექტორის მენეჯერებმა უნდა მართონ თავიანთ ორგანიზაციაში ჯანდაცვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. სამედიცინო მოწყობილობებისა და მაღალტექნოლოგიური პროცედურების განვითარებასთან ერთად, მუდმივ გამოწვევად რჩება ურთიერთთავსებადობა, მონაცემთა უსაფრთხოება და ტექნოლოგიების გამოყენებადობა. ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიები განიცდიან საინტერესო ტრანსფორმაციას, რაც გამოწვეულია ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელი მიღწევებით. სხვა ტექნოლოგიური უპორატესობები მოიცავს ლაზერულ ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება თითქმის ყველაგან - თვალის ქირურგიაში ახალი მოწყობილობების შექმნიდან დაწყებული, დამთავრებული სტომატოლოგიასა და პროთეზირებაში, არაინვაზიურ დიაგნოზირებასა და თერაპიაში.

 

დემოგრაფიული ცვლილება: ადამიანები უნდა გაუმკლავდნენ სიბერეს, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ ჯანდაცვის სპეციალური საჭიროებები, მათ შორის პალიატიური მზრუნველობა და ქრონიკული დაავადებების მართვა. ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებს დასჭირდებათ ინვესტირების განხორციელება გერიატრიული მოვლის სერვისებსა და ტელემედიცინაში, რათა ხანდაზმულ პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან მომსახურებაზე.

 

 

მოგვარების გზები ხარისხიანი ჯანდაცვისთვის

 

ჯანდაცვის მენეჯმენტის გამოწვევების დაძლევა პროაქტიულ მიდგომასა და სტრატეგიულ დაგეგმვას მოითხოვს. ISO 7101 გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და სისტემების განსაზღვრაში.

ეს საეტაპო სტანდარტი ეხმარება ორგანიზაციებს ჯანდაცვის სირთულის ნავიგაციაში, შეზღუდული რესურსებიდან და მოსახლეობის დაბერებიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი გამოწვევებით, როგორებიცაა გლობალური პანდემიები. იგი ხაზს უსვამს დროული, უსაფრთხო და ადამიანზე ორიენტირებული მოვლის აუცილებლობას, რაც კვეთს ადაპტაციის აქტუალურობას, ვირტუალური ჯანდაცვისა და ტექნოლოგიური მიღწევების ზრდას. მისი მოქნილობა უზრუნველყოფს, მის გამოყენებას ჯანდაცვის სხვადასხვა პროვაიდერებისთვის, მცირე კლინიკებიდან დაწყებული საავადმყოფოებით დამთავრებული.

უსაფრთხო, მაღალი ხარისხის მოვლის საშუალებით, ISO 7101-ს წვლილი შეაქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაში. ის უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურად გამოყენებას, აუმჯობესებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ჯანდაცვის სისტემებში, რაც ყველა ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც ემყარება SDG-ს. არსებითად, ჯანდაცვის ორგანიზაციებში ხარისხის მართვა შეესაბამება SDG-ის  ფართო მისიას, შექმნას უფრო მდგრადი, სამართლიანი და ჯანსაღი გლობალური საზოგადოება.

78 views

კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page