დედამიწის დღე
22 აპრილი დედამიწის დღეა!
1969 წელს სანტა ბარბარაში, კალიფორნიაში, მოხდა ნავთობის დიდი მასის დაღვრა. ამ კატასტროფის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა გარემოზე ზრუნვის აუცილებლობა.

1970 წელს მოსახლეობა გამოვიდა ქუჩებში ტანსფარანტებით, რომელზეც ეწერა: “უფრთხილდი ჰაერს, რომელსაც სუნთქავ!“; „თუ არ ეძებ გამოსავალს, მაშინ თანამომაწილე ხარ!“ სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი ამ დღის აღნიშნვას.
შესაბამისად, პირველად დედამიწის დღე სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებში აღინიშნა. ადამიანები აწყობდნენ სახალხო შეკრებებს და ღიად საუბრობდნენ გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
დროთა განმავლობაში, მსოფლიოში გახშირებული ეკოლოგიური კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის ფონზე, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ინტერესი ამ დღისადმი. დღეს უკვე 193 ქვეყანა ზეიმობს დედამიწის დღეს, მათ შორის საქართველოც, რომელიც 1990 წლიდან შეუერთდა აღნიშნულ კამპანიას.
მხოლოდ გარემოსადმი პასუხისმგებლობის გამოჩენა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პოზიტიურად შევცვალოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!
გაუფრთხილდი გარემოს, აქციე ყოველი დღე დედამიწის დღედ!