top of page

გაიგეთ მეტი ხარისხის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ!


2026 წლის 12 თებერვალს ISO Consulting გიწვევთ ცნობიერების ამაღლების ტრენინგზე - "ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები".

ცნობიერების ამაღლების ტრენინგი სრულად დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ QUIS-ის ფარგლებში.



ტრენინგის ჩატარების თარიღი: 12 თებერვალი 2026წ.


ტრენინგის ჩატარების ადგილი: ტრენინგი ჩტარდება აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრში. მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5 (თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის გვერდით).



ვის შეუძლია მონაწილეობა ?


ტრენინგის სამიზნე აუდიტორიაა ინდუსტრიულ სექტორში მომუშავე კომპანიები, მათ შორის:

  • სამშენებლო სექტორი (მშენებლობა, პროექტირება, სამშენებლო მასალების წარმოება)

  • ტექსტილის მწარმოებლები

  • ხის პროდუქტების და სათამაშოების მწარმოებლები

  • ავეჯის მწარმოებლები

  • დაბალვოლტიანი მოწყობილობები (LVD) მწარმოებლები

  • პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) მწარმოებლები


მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ზემოაღნიშნულ სექტორებს, მაგალითად:

  • ლოჯისტიკური კომპანიები

  • სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები

  • სამშენებლო ლაბორატორიები ან სხვა სერვის პროვაიდერები.


გთხოვთ გაითვალისწინოთ: პროექტი არ ფარავს სამედიცინო, სურსათის წარმოების/მიწოდების, სასმელების წარმოების/მიწოდების, თამბაქოს, აგროსექტორის საქმიანობებს.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 თებერვალი.



იხილეთ ტრენინგის პროგრამა (PDF)



როგორ დავრეგისტრირდე?


ტრენინგზე დასასწრებად დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.






QUIS პროექტის შესახებ


ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიზანია კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით. ზემოთხსენებული ეხმიანება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას.

 

პროექტს ახორციელებს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) განვითარება და კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.




რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 თებერვალი.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 593-118-113





ISO Consulting - Professionals for Professionals

 
 
 

Comments


კატეგორიები

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page