top of page

ნარჩენების მართვა საზოგადოებრივ კვების ობიექტში

ნარჩენები ფიზიკური დაბინძურების რიკსა და მავნებლების მოზიდვის წყაროს წარმოადგენს. მეტიც, დაზიანებული, ვადაგასული ან გაფუჭებული სურსათი შესაძლოა წარმოადგენდეს სხვა სურსათისთვის სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით ჯვარედინი დაბინძურების რისკს. გარდა ამისა, იზრდება მავნებლების გავრცელების რისკიც. მავნებლებში მოიაზრება ის ცხოველები, მწერები და ფრინველები რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით იწვევენ სურსათის დაბიძნურებას. მათ მიეკუთვნება: მღრნელები, მცოცავი და მფრინავი მწერები, ტარაკნები, ჭიანჭველები, ფრინველები და ხოჭოები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოებრივ კვების ობიექტში შესაბამის დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ნარჩენების მართვა. თუმცა საინტერესოა, როგორ არის ეს შესაძლებელი?

ნარჩენების მართვა საზოგადოებრივ კვების ობიექტში

როგორ შეიძლება გაკონტროლდეს ნარჩენები?


ნარჩენები სურსათის მომზადება/შენახვის ზონაში

  • სასურსათო ან სხვა ტიპის ნარჩენი ხშირად უნდა იყოს გატანილი სურსათის დამუშავების ზონიდან.

  • საჭიროა საკმარისი რაოდენობის ნარჩენების კონტეინერებით უზრუნველყოფა და მათი მოხერხებულად განლაგება ისეთ ადგილებში, სადაც ხდება ნარჩენების წარმოქმნა.

  • რეკომენდებულია ფეხით სამართავი ნარჩენების კონტეინერების გამოყენება, სახურავზე ხელის შეხების თავიდან ასაცილებლად.

საბოლოო განთავსებისთვის გამზადებული ნარჩენების მართვა

  • იმ კონტეინერებს, რომლებშიც ნარჩენების შეგროვება ხდება, უნდა ჰქონდეს სახურავი და უნდა იყოს მარტივად გასაწმენდი და დეზინფიცირებადი.

  • ნარჩენების განთავსებისთვის განკუთვნილი კონტეინერი უნდა იყოს თავდახურული, რეცხვადი და დეზინფიცირებადი.

  • ნარჩენები ფიზიკური დაბინძურების რიკსა და მავნებლების მოზიდვის წყაროს წარმოადგენს. მეტიც, დაზიანებული, ვადაგასული ან გაფუჭებული სურსათი შესაძლოა წარმოადგენდეს სხვა სურსათისთვის სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით ჯვარედინი დაბინძურების რისკს.

  • 124

  • ნარჩენების სათავსები იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და მართული, რომ შესაძლებელი იყოს სისუფთავის შენარჩუნება და მავნებლებისგან დაცვა (იხ. „მავნებლების კონტროლი“ ). იდეალურ შემთხვევაში, ნარჩენების სათავსები უნდა იყოს განთავსებული სურსათის შენახვისა და დამუშავების არეალიდან მოშორებით, ასევე ნედლეულის მიმღები, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მწერების მოზიდვა.

  • სხვა ნარჩენების (მაგ: მუყაო, ქაღალდი) თავდახურულ კონტეინერში მოთავსება არ არის სავალდებულო, თუმცა ისინი სურსათისგან განცალკევებულად უნდა ინახებოდეს ისე, რომ არ წარმოქმნას დაბინძურების რისკი.

ნარჩენების საბოლოო განთავსება


საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად უნდა უზრუნველყოთ ნარჩენების საბოლოო განთავსება.



ცოდნის გაღრმავება სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით "ჰიგიენის წესები (GMP/GHP)"- ის ტრენინგს, რომლის დამხრებით შეგეძლებათ აიმაღლოთ ცოდნა სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page