top of page

პერსონალის ჰიგიენა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში

სურსათის მომზადებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯვარედინი დაბინძურების, სურსათში პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლების პრევენცია და ცივი ჯაჭვის უზრუნველყოფა, არამედ პერსონალის მიერ ჰიგიენის სათანადო პრაქტიკის დაცვაც. განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რადგან ამ შემთხვევაში ერთმა პატარა გადაცდომამაც შეიძლება უამრავი ადამიანის სურსათისმიერი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. სურსათისმიერი დაავადებები მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ გავრცელებულია. Ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურსათის მომზადების დროს პერსონალის მიერ ჰიგიენის წესების უგულებელყოფაა.

აქედან გამომდინარე, საინტერესოა ჰიგიენის თუ რა მარტივი წესები უნდა დავიცვათ უვნებელი სურსათის მოსამზადებლად?

პერსონალის ჰიგიენა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს პერსონალმა კერძის მომზადებისას?


პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა - პერსონალმა სურსათის დამუშავებამდე დაიბანოს ხელები, რათა არ მოხდეს სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიებით სურსათის დაბინძურება. ასევე, ხელების დაბანა აუცილებელია:


- სველი წერტილით სარგებლობის შემდეგ;

- სამზარეულოში შესვლამდე;

- ტელეფონთან შეხების შემდეგ:

- სახეზე ან თმაზე შეხების შემდეგ;

- ნარჩენებთან შეხების შემდეგ;

- სამუშაო ზონის დასუფთავების შემდეგ;

- ნარჩენების კონტეინერის დაცლის შემდეგ;

- უმ ხორცთან, ფრინველის ხორცთან, თევზთან, კვერცხთან და დაუმუშავებელ ხილ-ბოსტნეულთან შეხების შემდეგ;

- ჭამის, დალევის ან თამბაქოს მოხმარების შემდეგ;

- ჭრილობებსა და პლასტირთან შეხების შემდეგ.

  • რაც შეეხება პერსონალის ჩაცმულობას, მნიშვნელოვანია პერსონალი ატარებდეს სუფთა სანიტარულ სამოსს, რომლითაც იმოძრავებენ სურსათის მომზადების ზონაში. კარგი პრაქტიკაა სანიტარული ტანსაცმელი იყოს ღია ფერის, რათა მარტივად მოხდეს დაბინძურების იდენტიფიცირება. ასევე, უმჯობესია პერსონალმა გამოიყენოს სუფთა, მრავალჯერადი ან ერთჯერადი გამოყენების წინსაფარი. ასევე, აუცილებელია პერსონალს თმა ჰქონდეს სათანადოდ შეკრული და ატარებდეს მრავალჯერად ან ერთჯერად ქუდს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სურსათში თმის მოხვედრის ალბათობა. აგრეთვე, უმჯობესია პერსონალს ეცვას დახურული ფეხსაცმელი.

  • ბეჭდებზე, საყურეებზე და სხვა სახის სამკაულებზე დაგროვებული მიკრობები შეიძლება გახდეს სურსათის დაბინძურების წყარო. ამიტომ, სამზარეულოში შესვლამდე აუცილებელია პერსონალმა მოიხსნას და სამკაულები შეინახოს სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სათავსში.

  • ასევე, ობიექტზე გამოყოფილი უნდა იყოს გასახდელები, სადაც პერსონალი შეძლებს ტანსაცმლის გამოცვლას და სანიტარული ტანსაცმლის ჩაცმას, რადგან ის ტანსაცმელი, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ, შესაძლოა გახდეს სურსათის მიკრობებით დაბინძურების წყარო.

  • კარგი პრაქტიკაა, ობიექტი უზრუნველყოფილი იყოს ვიზიტორებისთვის განკუთვნილი სუფთა სანიტარული ხალათებითა და ქუდებით. გაითვალისწინეთ, რომ სამზარეულოში შესული ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმების წყარო.

  • დაუშვებელია სურსათის მომზადების ზონაში საკვების მირთმევა, რადგან ამ დროს განსაკუთრებით მაღალია სურსათის დაბინძურების რისკი. პერსონალს შეუძლია საკვები მიირთვას სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, როგორიცაა კაფეტერია.

როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად?


ხელების სწორად დაბანის წესის შესახებ გაეცანით ჩვენ მიერ მომზადებულ ვიდეოს:


ხელის სადეზინფექციო საშუალება


ხელის სადეზინფექციო გელები/ხსნარები შესაძლოა გამოყენებული იყოს ხელების დაბანის შემდეგ, როგორც დაცვის დამატებითი საშუალება. თუმცა, არ შეიძლება ხელების დაბანის ტექნიკის ჩანაცვლება მხოლოდ სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით.


ცოდნის გაღრმავება სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით


გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით "ჰიგიენის წესები (GMP/GHP)"- ის ტრენინგს, რომლის დამხრებით შეგეძლებათ აიმაღლოთ ცოდნა სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page