top of page

რა არის ბიზნეს-ეთიკა?

ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე. დაიწყო მასობრივი წარმოება, გაუმჯობესდა ცხოვრების დონე, გაიხსნა მრავალი უზარმაზარი საწარმო, რომლებშიც უამრავი ადამიანი მუშაობდა. ამ პროცესებმა ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე. სწორედ ამ ასწლიანმა პერიოდმა, 1750 წლიდან 1850 წლამდე, რა დროსაც ინდუსტრიული რევოლუცია მიმდინარეობდა, დიდი გარდატეხა შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში და დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. ბიზნეს-ეთიკის თემაც სწორედ ამ პროცესების ლოგიკურ გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა მაინც რა არის ბიზნეს-ეთიკა? რას გულისხმობს ის?

სანამ იმის განხილვას დავიწყებთ თუ რა არის ბიზნეს-ეთიკა, მანამდე ერთ მარტივ კითხვას ვუპასუხოთ: რა არის ეთიკა? მარტივი განმარტებით, ეთიკა ესაა კარგისა და ცუდის გარჩევის ინსტრუმენტი, რომელიც გვასწავლის რა დროს როგორ უნდა მოვიქცეთ. საინტერესოა ისიც, რომ ეთიკა, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაისახა. ტერმინი პირველად ბერძენმა ფილოსოფოსმა სოკრატემ გამოიყენა. იგი მიიჩნევდა, რომ ეთიკის მთავარი მიზანი სრულქმნილების მიღწევა იყო, ანუ ღმერთთან მსგავსება. საკითხი განავრცო არისტოტელემაც, რომელმაც ამ თემაზე ნაშრომიც დაწერა - "ნიკომაქეს ეთიკა". სოკრატე მიიჩნევდა, რომ ეთიკა თავისი არსით პარადოქსული იყო, რადგან იგი სამყაროს ყოფდა "შავად" და "თეთრად" ანუ კარგად და ცუდად, ასეთ სამყაროში კი ადამიანური თავისუფალი ნების ადგილი აღარ მოიძებნებოდა. ამასთან ერთად, ეთიკა ხომ დინამიური კონსტრუქციაა, რადგან ის დროსთან ერთად იცვლება - რაც დღეს ეთიკურად ითვლება, შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ არაეთიკურად იქცეს.

რაც შეეხება ბიზნეს-ეთიკას, ის შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც კოლექტიური თვითშეგნების ფორმა. ორგანიზაცია და მასში დასაქმებული ადამიანები ხომ ერთი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილები არიან. შესაბამისად, მათ შორის ჰარმონიური და შეთანხმებული მოქმედებები ორგანიზაციის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ბიზნეს-ეთიკა ეხმარება ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანებს მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები. ბიზნეს-ეთიკა ძალზედ მნიშვნელოვანია საქმიანი შეხვედრების დროს, რადგან წარმატებული მოლაპარაკებების პროცესი მის გარეშე წარმოუდგენელია. ისევე როგორც წარმოუდგენელია ორგანიზაციაში შექმნილი ჯანსაღი გარემო მის გარეშე.

საბოლოო ჯამში, ბიზნეს-ეთიკა ისეთი ინსტრუმენტია, რომელსაც დიდი ძალა აქვს და კომპანიებს ეხმარება წარმატებულ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ არც პლატონსა და არც არისტოტელეს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ დაიმკვიდრებდა თავს მათ მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური მიმდინარეობა თანამედროვე მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაციასა თუ ზოგადად ადამიანთა ცხოვრების სტილში, მათმა შეხედულებებმა და ნააზრევმა დროს ნამდვილად გაუძლო და უამრავ რთულ სიტუაციაში გვიწვდის დახმარების ხელს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

Comentarios


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page