top of page

სამედიცინო დაწესებულებები და ახალი ISO 22956 სტანდარტი

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს დიდი დარტყმა მიაყენა, რომელსაც დღემდე ვებრძვით, მრავალ ისეთ პრობლემაზე გაგვამახვილებინა ყურადღება, რომელსაც აქამდე ნაკლებ დროს ვუთმობდით და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამ პრობლემების შესაბამისად მოგვარება მსოფლიოს დიდ სიკეთეებს მოუტანდა. სწორედ ასეთ საკითხებს შორის იყო სამედიცინო დაწესებულებების სწორი მენეჯმენტი, პაციენტებზე ორიენტირებული სისტემა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ამ საკითხებს ახალ საფეხურზე აიყვანდა.

მსოფლიოსთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა 2020 წლის გაზაფხული და შემოდგომა - ზამთარი, ასევე 2021 წლის დასაწყისი, რადგან სწორედ ამ დროს ქვეყნების უმეტეს ნაწილში პანდემიამ განსაკუთრებულად დიდ მასშტაბებს მიაღწია, გადაიტვირთა სამედიცინო დაწესებულებები, დაეცა მომსახუების ხარისხი, ექიმები პაციენტების ნაკადს ვეღარ აუდიოდნენ, რის გამოც მრავალმა ადამიანმა ვერ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მაგალითად, ინდოეთში დღიურმა ინფიცირების მაჩვენებელმა 400 ათას ადამიანს გადააჭარბა, რის გამოც მრავალი კოვიდ ინფიცირებული პაციენტი შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩა და იძულებული გახდა ემკურნალა სახლის პირობებში.


მიუხედავად იმისა, რომ პანდემია განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც შესაძლოა საუკუნეში ერთხელ მოხდეს, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც შესაბამის დონეზე უნდა იყოს, რათა ნებისმიერ გამოწვევას შესაბამისად უპასუხოს. სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ISO/TC 304 კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ISO 22956 სტანდარტი, რომელის მიზანია სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლება, პაციენტებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მათ საჭიროებებს შესაბამისად უპასუხებს და თავს იგრძნობენ პროფესიონალების მზურნველობის ქვეშ. ასევე, სტანდარტი იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ინოვაციური მეთოდის დახმარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდოს პაციენტების უსაფრთხოება, შესაძებელი გახდეს ხარჯების ოპტიმიზაცია, რისკების მენეჯმენტი და ა.შ. კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც აღნიშნულ სტანდარტზე მუშაობდა, ქალბატონი Veronica Muzquiz Edwards აღნიშნავს:


"ეს (სტანდარტი) საშუალებას აძლევს მათ (ექიმებს) უფრო ეფექტურად შეუსაბამონ უნარები პაციენტის საჭიროებებს, რაც ასევე აუმჯობესებს კლინიკურ შედეგებსა და პაციენტის კმაყოფილებას"

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ISO 22956 სტანდარტი შემუშავებულია პროფესიონალებით დაკომპლექტებული ISO/TC 304 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 2 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 8 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება